3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„თუ მეორე ტურში მე ვერ გავალ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას დავუჭერ მხარს. თუ ეს იქნება ზაალ უდუმაშვილი, მკაფიოდ ვამბობ, რომ მას დავუჭერ მხარს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.

„ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება, რომ მე ვყოფილიყავი კანდიდატი და ჩემს მზაობასაც ითვალისწინებდა, რომ ბრძოლაში შევსულიყავი. რადგან მე ახალი ვარ პოლიტიკაში, გვქონდა ეს გამოწვევა,როგორც ახალი პარტიას. მთავარი სიძლიერეა, რომ კონკრეტული შედეგების დადების გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია შეცდომების აღიარება. მიმაჩნია,რომ გიგი უგულავამ ფუნდამენტურად შეცვალა საკითხები თბილისში, ეს იყო ვირთხებით სავსე ქალაქი.თუმცა, „სითი პარკი“ არის მისი შეცდომა, იყო არასწორად დადებული ხელშეკრულება.

მოქალაქეებს უნდა მივცეთ მანქანის ალტერნატივა და ქალაქი მოვაწყოთ ისე,რომ შესაძლებელი იყოს მანქანითაც, ფეხითაც გადაადგილება. დაახლოებით 800 ავტობუსი უნდა იყოს, დღეს გვყავს სულ 510. მნიშვნელოვანია ტრამვაის პროექტი, კილომეტრი 10 მილიონი ღირს, მაგრამ უნდა მოვიზიდოთ იაფი საერთაშორისო სესხები. სამგზავრო რკინიგზას არ ვეხები, სატვირთო რკინიგზის გადატანით გათავისუფლდება 100 ჰექტარი ტერიტორია,რომლის გონივრული განვითარებაც შეიძლება. უნდა შევქმნათ საფეხმავლო სივრცეები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: