3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

დღეს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბუნდესტაგში შეიძლება 6 პარტიის დეპუტატები მოხვდნენ, მათ შორის მემარჯვენე ნაციონალისტებიც („ალტერნატივა გერმანიისთვის”), რომლებსაც ანტიისლამისტური და ანტიმიგრაციული ლოზუნგები აქვთ და დეპუტატების რაოდენობით შეიძლება მესამე ადგილი დაიკავონ ბუნდესტაგში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გერმანელების უმრავლესობა მხარს კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციას უჭერს. სავარაუდოდ მერკელს კანცლერის თანამდებობის მეოთხე ვადით დაკავება არ უნდა გაუჭირდეს. კვლევების მიხედვით, რეიტინგებში მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, რომელთა ლიდერი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცია.

გერმანიაში ეს პირველი საყოველთაო არჩევნებია 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის შემდეგ, როდესაც მერკელის მთავრობამ მიგრანტების მიმართ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში თითქმის 900 ათასი დევნილის ჩასვლა მოჰყვა.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 6,1 მილიონ გერმენიის მოქალაქეს აქვს. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, მათი მესამედი არჩევნებში ფოსტის გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ბუნდესტაგში მოსახვედრად 42 პარტია იბრძოლებს.

საარჩევნო პუნქტები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე (თბილისის დროით 08:00 საათზე) გაიხსნება და საღამოს 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიხურება. ოფიციალური წინასწარი შედეგები  კი ორშაბათს გახდება ცნობილი.

Please follow and like us: