რუსეთში წარმართულ ღვთაებათა სადიდებელი დღეობები – „купала“ – ქართული ”კოპალე“, „ярилы“ – ქართული „იარაღი“ ან „არალო“, ადრეც და ახლაც ქართული ხასიათისაა და ისევე სრულდება, როგორც საქართველოში.
ქართული „კოპალე“, უკრაინელებმა მსგავსი ჟღერადობის – „купало“- დ გადააკეთეს. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, კი ის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს დაუკავშირეს. „კუპალო“ (მიწის ნაყოფის ღვთაება) უძველესი ხალხური დღეობაა, რომელიც უკრაინაში წმინდა იოანე ნათლისმცემლი შობის წინა საღამოს აღინიშნება. ამ ღამეს “ალქაჯები” იკრიბებიან მთაზე. თითქმის ყველგან კოცონს ანთებენ, რასაც განსაწმენდელი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოში “ალქაჯები იალბუზზე მიფრინავენ”. დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს ჩვენში ყველგან ჭიაკოკონას ანთებენ. სამეგრელოში ჭიაკოკონობას წელიწადში ოთხჯერ აწყობენ, ოთხი დღესსწაულის – ამაღლების, ელია წინასწარმეტყველის, ფერისცვალებისა და მიძინების წინ. ცეცხლს ახტებიან შეძახილებით : „ “არურუ“ (ალული) კუდიანებსა“ კოცონის დანთების ჩვეულება შემორჩენილია გალიცის უკრაინაში, კერძოდ -გუცულშჩინაში.
ქრისტიანობამდელი ეპოქიდან დღემდე არც ერთი ხალხური დღეობა არ შემორჩენილა თავისი თავდაპირველი სახით და აშკარად წარმართული ატრიბუტიკით, როგორც დღესასწაული – „კუპალა“ კოცონის დანთებითა და მასზე გადახტომით, მიუხედავად ტრულის კრების მკაცრი დადგენილებისა: „ვბრძანებთ, აიკრძალოს ჭიაკოკონები, რომელსაც ზოგიერთი თავისი ციხეებისა და სახლების წინ ანთებს ახალ მთვარეზე და ზოგი გადახტომასაც ბედავს, რაღაც ძველი ადათის მიხედვით. ვინც მსგავსი რამ ჩაიდინოს, თუ სასულიერო იყოს – განიკვეთოს, თუ ერისკაცი – განიდევნოს“.
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელს