3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, რთული რელიეფის მიუხედავად, კვლავ ინტენსიურად მუშაობენ. მიმდინარე სამუშაოებში, ასევე, ჩართულია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა – საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი.

სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობს. პერიოდულად, შტაბის წევრები, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების დეტალურად შესწავლისა და ხანძრის ქრობისთვის ეფექტური გეგმის დასახვა-გაუმჯობესების მიზნით, საკონტროლო შემოფრენებს ახორციელებენ.

ტყის მასივის მიუვალ ადგილებში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეუფერხებლად შესაყვანად, გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

Please follow and like us: