3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ხის ნაკეთობების  ქართული ბრენდი გამოჩნდა. „WoodSon Georgia”  სულ რაღაც ხუთი თვეა რაც აქტიურად ამარაგებს ქართულ ბაზარზს ორიგინალური და განსხვავებული ნივთებით, თუმცა მოკლე დროში შეძლო მომხმარებლების დიდი მოწონების მოპოვება და დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

“WooSson Georgia” სამი მეგობრის საბა ელაშვილის,  ოთარ გაბელიასა და  ნოდარ თუშიშვილის საერთო ბიზნეს წამოწყებაა, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ და განსხვავებულ ხის ნაკეთობებს სთავაზობს. „თბილისი თაიმსს“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ნოდარ თუშიშვილი  “WoodSon Georgia”-ს შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როდის და როგორ შეიქმნა „WoodSon Georgia”?

– კომპანიის შექმნის იდეა სრულიად შემთხვევით დაგვებადა. ერთ დღეს მეგობრებმა სპონტანურად მოვიფიქრეთ, რომ წამოგვეწყო ბიზნესი  და  შეგვექმნა რაღაც უცნაური და განსხავებული. თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული პროფესია და საქმე გვაქვს. მართალია მცირე ინფორმაცია გვქონდა ხესთან მუშაობის შესახებ, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ხის ნაკეთობები და  გაჩნდა კომპანია- „WoodSon Georgia“.

როგორია კონკურენცია და რამდენად კონკურენტულები ხართ ქართულ ბაზარზე?

– მოგეხსენებათ, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. დღეს  ბევრი კომპანია ქმნის ხის ნივთებს. თუმცა, როგორც ჩანს ჩვენ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, რადგან დღეს  მოთხოვნადია ჩვენი პროდუქცია. ნელ-ნელა ვაფართოებთ ბიზნესს და რომ არა მოთხოვნა და მოწონება ამას ვერ შევძლებდით. მუდმივად ახალ და განსხვავებულ ნივთებს ვთავაზობთ მომხმარებლებს  და ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.

ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებს კომპანია და როგორა ფასები?

ძირითადად ვამზადებთ მსუბუქ ავეჯს-განათებას, მაგიდებს, ყუთებს, საათებს, და ასე შემდეგ.მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს ახალი და განსხვავებული ნივთები შევთავაზოთ. რაც შეეხება ფასებს, ქართული ბაზრის შესაბამისია. მაგალითად სანათების ფასები იწყება 35 ლარიდან და მერყეობს 250 ლარის ფარგლებში. თუმცა, მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ ფასები, ყველასთვის ხელმისაწდომი  რომ იყოს და  ბევრმა შეძლოს სასურველი ნივთის შეძენა.

 

რომელია თქვენი კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი ნივთი?

WoodSon-ის ყველაზე მოთხოვნადი და ყველასთვის გამორჩეული ნივთი სანათებია, რომელთაც განსხვავებული ფორმა აქვთ. პროდუქცია განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. ზოგიერთ სანათს სახელიც აქვს , დამახასიათებელი ფორმიდან ან ფუნქციიდან გამომდინარე- ”ოჩო”, ”ცოკლოპი”,რობოტა”, ”ჯეკა”, ”კვატა”,  ”ბონდო” და ა.შ.

ძირითადად რა მასალა გამოიყენება  ნივთების დასამზადებლად და საქართველოში  ხდება თუ არა მათი შეძენა?

– მასალას საქართველოში ვყიდულობთ, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს მასალა იმპორტირებულია. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქართული პროდუქციით ვაწარმოოთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ქართული მასალა  შევიძინოთ, თუმცა ხშირად  არ  გვეძლევა ამის საშუალება, რადგან  ბაზარზე   არ იშოვება  შესაბამისი ხარისხის  მასალა. ძირითადად პროდუქცია მზადდება წაბლის, მუხისა და კაკალის ხისგან  და ასევე გამოიყენება მცირე რაოდენობით  რკინა და საღებავები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა.

როგორ იქნება WoodSon-ის დიზაინი და სად შეიძლება ნივთების შეძენა?

ჩვენს კომპანიაში ცხრა ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად თითოეული ჩვენგანი თავად ვქმნით შესაბამის დიზაინსაც. საინტერესო იდეებს ვაცნობთ ერთმანეთს, ვფიქრობთ, რამდენად მოეწონება მომხმარებელს  და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მასობრივ წარმოებას. ჩვენი ნივთების შეძენა შესაძლებელია „ბრიკორამაში“, „ლიბრასა“ და კიდევ რამდენიმე სხვა მაღაზიაში. ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ფეისბუკ გვერდის საშუალებითაც.

როგორა კომპანიის სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოებას, ძალიან გვინდა  დავამატოთ მაგიდებისა და რბილი ავეჯის ხაზი. დიდი სურვილი გვაქვს, გავიდეთ უცხოეთის ბაზარზე და აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხითაც. ახლახანს დავასრულეთ მოლაპარაკებები და ჩვენი პროდუქცია მალე ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება და  ინტერნეტის მეშვეობით გაიყიდება ამერიკაში. სამომავლოდ კიდევ  ვგეგმავთ ევროპის ქვეყნებში გასვლას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Please follow and like us: