გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იმ მიზნებზე ისაუბრა,რომელიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. გაეროს მტკიცებით, 17 ჩამოთვლილი პუნქტიდან უმეტესობა მომავალ 15 წელიწადში აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს მიზნები 2030 წლის გეგმაშიცაა გაწერილი. 193 ქვეყანა რომელიც დაეთანხმა შვიდმეტივე პუნქტის საჭიროებას გამოთქვამს მზადყოფნას დ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ისინი 2030 წლისთვის უკეთესი მსოფლიოს მისაღებად ინდივიდუალურად შეიტანენ წვლის.
ეს მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა, მოშიმშილეთა რიცხვის შემცირება, ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესება, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, ხელმისაწვდომი ენერგია, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ეკონომიკის ზრდა, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის ზრდა, უთანასწორობის შემცირება, მდგრადი ქალაქები და საზოგადოებები, პასუხისმგებლობა მოხმარებასა და წარმოებაზე, გარემოს დაცვა, ბუნებრივი სახეობების დაცვა, მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვა, თანამშრომლობა მიზნების მისაღწევად.
გაეროს მოსაზრებით, ამ მიზნების წარმატებით განხორციელება ნიშნავს მათ მუდმივობას და პროცესს განვითარებისკენ. ამისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციას მთავარ აქტორად სახელმწიფოსა და ხალხთან ერთად, კორპორაციები, ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი მიაჩნია.
გაერთიანებული ერებისთვის ასევე საინტერესო იყო ის თუ ქვეყნების მოქალაქეები, აღნიშნული მიზნებიდან, ყველაზე მეტად რომლის საჭიროებას ხედავდნენ. როგორც ფოტოზე ხედავთ, ყველაზე პრიორიტეტული ხარისხიანი განათლება, ჯანმრთელობა და შრომის პირობების გაუმჯობესებაა.
ამ 17 მიზანზე შეთანხმება 2015 წლის 25 სექტემბერს შედგა,როდესაც გაეროს დღის წესრიგზე „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა“, წარმოდგენილი იქნა აღნიშნულ მიზნებთან ერთად 169 მთავარი ამოცანაც. ისინი ერთიანდებიან სამ ურთიერთდაკავშირებულ ემენეტზე: სოციალური პრობლემები, გარემოს დაცვა და ეკონომიკური ზრდა.
როგორც გაერო აღნიშნავს, ამ მიზნებზე შეთანხმების პროცესში არ ყოფილა ქვეყნების საჭიროებებს შორის უთანასწორობა და პრიორიტეტებიც შესაბამისად, გათვალისწინებული იყო განსხვავებული ეროვნული თვისებების, შესაძლებლობების, გავითარების დონისა და ეროვნული პოლიტიკის პატივის ცემით.
ნათია კეკენაძე