3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებმა ღვინის კომპანიები და მარნები სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულეს, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
ღვინის პროფესიონალების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ (Marq Energie) მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობდა.

ჯული პეტერსონი აცხადებს, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.

„როგორც იცით, ამერიკის ბაზარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ქართული ღვინით. ფაქტია, რომ ამ წელს ექსპორტი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ უძველესი ტრადიციის მიმართ ამერიკაში მზარდი ინტერესია, და არა მხოლოდ ტრადიციის, არამად იმ ღვინოების მიმართ, რომლებიც ამ ტრადიციით მზადდება. ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდება იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან დასავლეთის ღვინოები”, – აღნიშნა ჯული პეტერსონმა.

ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „ნიკოლაძეების მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინოები“, „გაიოზ სოფრომაძის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „ბაიას ღვინო“, „ოდა“, „ვინო მარტვილე“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „ფაფარი ველი“, „ჭოტიაშვილის მარანი“, „მუკადო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“, „შუმი“, „ლუკასი“, „ლაგვინარი“, „იაგოს ღვინო“, ასევე ეწვივნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში.

Please follow and like us: