3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, ადგილზე ხანძრის ღია კერები და დაკვამლიანება არ შეინიშნება.

საგანგებო შტაბმა დღეს საღამოს გამართულ თათბირზე, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ეფექტური გეგმა შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძესთან და საგანგებო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე რჩება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ათეულობით მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი.

დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. დღეს, საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.

ხვალ, დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს.

Please follow and like us: