2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა დედოფლის ნაწილი გუშინ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვა 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ. შემდეგ კი წმინდა ნაწილს სხვა ეპარქიებში გადააბრძანებენ.

წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.

როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფალი წარმოშობით დიდგვაროვანი. იგი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული, რომელიც დაოჯახდა და გახდა კახეთის მეფის, ალექსანდრეს ძის, დავითის მეუღლე. დავითს ჰყავდა ორი უმცროსი ძმა: გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰის კარზე იზრდებოდა და მთლიანად შეცვლილი ქონდა ზნე და ბუნება.

მეფე ალექსანდრემ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უფროსი ვაჟი დავითი, შაჰის ნებართვით კახეთის ტახტზე აიყვანა, თავად კი მონასტერში გაერიდა ამ წუთისოფელს. 1602წ. დავითის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე იძულებული იყო სამეფოს დაბრუნებოდა. ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ქეთევანმა თავისი ვაჟი თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

ამ უკანასკნელმა კახეთში გამოგზავნა გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა (ალექსანდრეს ერთ-ერთი ძე), რომელმაც შაჰის მითითებით მოკლა მამა, ღვიძლი ძმა გიორგი და მათი თავები შაჰს გაუგზავნა, როგორც დიდებული და ძვირფასი ძღვენი, ხოლო მათი სხეულები აქლემს აკიდა და ალავერდის გალავანში დასაკრძალად გააგზავნა, სადაც ამ დროს თავს აფარებდა ქეთევან დედოფალი ორ შვილთან (თეიმურა და ელენე) ერთად.

ქეთევან დედოფალმა ისინი ღირსეული პატივით მიაბარა მიწას.

კონტანტინემ, კიდევ უფრო ამაზრზენი რამ შესთავაზა ქეთევან დედოფალს, რომ მისი ცოლი გამხდარიყო, მთლიანად მისი მორჩილი ყოფილიყო და მას პატივისცემა არ მოაკლდებოდა.

მამის და ძმისმკვლელი კონსტანტინე-მირზა ქართველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, თეიმურაზი კახეთის მეფედ დაემტკიცებინა. არეულობის თავიდან ასაცილებლად.
შაჰ-აბასი დათანხმდა ქეთევანის თხოვნას.

სულ მალე თეიმურაზი იძულებული გახდა შაჰ-აბასის კარზე მძევლად გაეგზავნა თავისი უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე. მას ქეთევანიც გაჰყვა. შაჰმა უფროსი ვაჟი – ლევანიც მოითხოვა. ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისეს. ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა.

ათი წლის განმავლობაში ქეთევან დედოფალი შირაზის მმართველის, გათთათრებული ქართველის იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ ეს მაინც ტყვეობა იყო, შაჰის მიერ განჩინებული.

შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანს შუთვალა, რომ თუ ქეთევანი ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და ეწამებინა და მოეკლა. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, ფორმალურად მაინც უარეყო ქრისტე, მაგრამ ქეთევანი წამებისთვის მზად იყო.

ენით აუწერელი იყო სპარსთა სისატიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ 2006 წელს აღმოაჩინა.

Please follow and like us: