საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისიპოლიტიკური გუნდის საპარლამეტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა,რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროშისაქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელამერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციებისგანსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისოინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარერეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიულიპოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმაბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად,რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური დაეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საკომუნიკაციო დაინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდსაქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთპარტნიორობისა და ევროკავშირისთვის.
ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხითქვეყნის როლზე რეგიონში. ასევე – საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცედახმარების მისიაში. გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროებისროლს აღნიშნულ მისიაში.
შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტისმშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნაევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეოსაქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეოურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიაესწრებოდნენ.