ზაფხულში ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა საიმონ კერტისმა გადაიღო ფილმი ვინი პუჰის შესახებ. „ნახვამდის, ქრისტოფერ რობინსი“ კინოთეატრებში ნოემბრის თვეში გამოვა. ფილმში მთავარ როლს დონალდ გლისონი, მარგო რობი და კელი მაკდონალდი ასრულებენ.
ფილმი ალან მილნის შესახებაა, რომელიც ვინი პუჰის ზღაპრების ავტორი გახლავთ. მან დათუნია ვინი სწორედ კრისტოფერ რობინის, მისი შვილის სათამაშოსგან შექმნა და ზღაპრის სხვა გმირების ინსპირაციის წყაროც სწორედ ეს სათამაშოები გახდნენ.
ყველაფერი დაიწყო 1926 წელს, როდესაც გამოიცა წიგნი „ვინი პუჰი“, მოგვიანებით კი „სახლი პუჰის მხარეს“. ვინი პუჰის ამბავი ორ წიგნშია თავმოყრილი ათ-ათი ამბით,სადაც პუჰის ერთი ისტორიაა მოთხრობილი.
როგორც ცნობილია 1924 წელს, მაშინ როდესაც ქრისტოფერ რობინი 4 წლის იყო მილნმა იგი ზოოპარკში მიიყვანა, სადაც ბიჭს ყველაზე მეტად დათვი მოეწონა. რატომ პუჰი? – მილნი განმარტავდა, რომ დათუნიას თათები მოუქნელი ჰქონდა, ჰოდა, როდესაც ფუტკარი ცხვირზე დააჯდებოდა, ის სულს უბერავდა. სწორედ სულის შებერვის დროს გამოშვებული ბგერები გახდა დათუნიას სახელის ინსპირაცია.
1930 წელს სთივენ შლეზინგერმა მილნისგან შეისყიდა უფლებები აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ვინი პუჰის ნაწარმოებებისა და პერსონაჟების კომერციულ გამოყენებაზე. 1961 წელს კი უოლტ დისნეის კომპანიამ ვინი ეკრანზე გადაიტანა და ვინიც საყოველთაოდ ცნობილი გახდა.
ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ:
ნათია კეკენაძე