საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს“,– ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. სტრასბურგშიევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება დღეს გაიმართა, საქართველოდან წარდგენილმა სამივეკანდიდატმა გასაუბრების ეტაპი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
„სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით მედიისა დასაზოგადოების ინტერესი იყო და არის ძალიან მაღალი, მე მინდა დღეს მოვუბრუნდე ამ თემას და მოგახსენოთ შემდეგი. გვქონდა მოლოდინი და როგორც კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, შემოდგომაზე ჩვენ მიერწარდგენილ 3 კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა ასამბლეის კომიტეტი. დღეს გაიმართა გასაუბრებები. კომიტეტი გაესაუბრასაქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატს – ლალი ფაფიაშვილს, ლადო ჭანტურიას და ოთარ სიჭინავას. რამდენადაცჩვენთვის არის ცნობილი, ეს სია, 3 კანდიდატისაგან შემდგარი, იქნა მოწონებული. მოწონების შედეგად ეს სია გადაეგზავნაუკვე შემდეგი ეტაპისთვის შესაბამის სტრუქტურებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებითდაიხურა ამ სიისათვის და ჩვენ ოქტომბრის თვეში გასავლელი გვექნება კონკურსის მესამე ეტაპი, ვინაიდან დღეს, როგორცჩემთვის არის ცნობილი, სამპირიანი სია შესაბამისმა კომიტეტმა მოიწონა გასაუბრებების შედეგად. მე მქონდა მოლოდინი, რომ გასაუბრებები შემოდგომაზე შედგებოდა, რადგან პირველ ეტაპს წარმატებით დავხურავდით. დღეს ეს მოლოდინიგამართლდა, რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი. სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგშემთხვევაში ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით. ის, რომ მეორე ეტაპი წარმატებითდასრულდა და მესამე ეტაპზე გადავედით, ნიშნავს იმას, რომ სიის მოწონებასთან ერთად, შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული შესაბამისი პროცედურები და კონკურსი ასევე იყო მისთვის მისაღები“,–განაცხადაიუსტიციის მინისტრმა.