ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს დაწერა.
ნიკოლოზ რაჭველის თანმდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსებისთვის დღეს, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა ცნობილი.
აქციის მონაწილეები ნიკოლოზ რაჭველს 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ.
მოგვიანებით სამსხურის გარეშე დარჩენილ მუსიკოსებს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სამინისტროს წარმომადგენელი იამზე გვათუა შეხვდნენ, სადაც გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ ყოფილა.
18.09.13