ბოლო ათწლეულია მსოფლიოში არსებული შენობები არქიტექტურული თვალსაზრისით, მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს ტენდეცია განსაკუთრებით შეინიშნება ჩინეთში. შენობები კარგავენ სწორხაზოვნებას და მათი არაორდინალური ფორმებით, მრავალი დიზაინერისა თუ არქიტექტორის შეფასებით, ხდებიან სიმდიდრის, განვითარებისა და კეთილდღეობის სიმბოლოები.
2020 წლისთვის,კვლევების თანახმად, ასობით მილიონი ადამიანი გადანაიცვლებს ქალაქში საცხოვრებლად. შესაბამისად, ჩინეთის მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა ისეთი პროგრამების შემუშავებაა,რომელიც მსგავსი მასშტაბის ურბანიზაციას გაუმკლავდება.
პეკინში ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორის მო იენსონგის თქმით, მთავრობის გამოწვევა მაღალი ცათამბრჯენების იმგვარი აგება უნდა იყოს, რომ ის არ გახდეს ერთფეროვანი და მიუღებელი საზოგადოებისთვის.
Fake Hills (2015), Beihai, China
„ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქალაქებში ძალიან ბევრი „ყუთებია“ და ბევრი სწორი ხაზი. თანამედროვე შენობები და მათი არქიტექტურა მოწესრიგებულობას, მათ ფუნქციურ და სტრუქტურულ დატვირთვას უსვამს ხაზს. სინამდვილეში, ხალხს სჭირდება ბუნება და ემოციები.“
მო ავტორია ერთ-ერთი საინტერესო დიზაინერული ფილოსოფიის, რომელიც საუბრობს ორგანული და ურბანული ფორმების შერწყმის აუცილებლობაზე შენობებში.
მოს თქმით, ხალხს მოსწყინდა მსგავსი ტიპის შენობების ყურება, ამიტომ საჭიროა მათთვის ინოვაციების შეთავაზება, რომლებშიც დარღვეული იქნება გეომეტრიული წონასწორობა. იგი ხაზს უსვამს ემოციის აუცილებლობას,რომელიც უნდა იგრძნობოდეს შენობებისგან.
არქიტექტორი კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობს. პეკინში,ხანშოუსა და სხვა ქალაქებში შეინიშნება ბუნებასთან შერწყმის ტენდეციები, თუმცა ამ შენობებში სიმჭიდროვე ნაკლებია. იგი ფიქრობს, რომ მსგავსი ფორმები ცათამბრჯენებსაც უნდა ჰქონდეთ. ისინი მოგვცემენ,როგორც სიმჭიდროვის დასაშვებ მაჩვენებელს, ისე იმ ფორმებს, რომელთაც საზოგადოებისთვის ემოციების მოტანა შეუძლიათ.
ნათია კეკენაძე