2017 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით, თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი იხსნება, რომელშიც 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფორუმზე განიხილავენ რეგიონული და გლობალური სავაჭრო სივრცის განმსაზღვრელ ფაქტორებს, როგორიცაა: სავაჭრო ფასილიტაცია, ელექტრონული ვაჭრობის პირობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგო სექტორი.
2 დღიანი ფორუმი შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, გამართონ ბიზნესშეხვედრები, დაამყარონ ახალი კავშირები და გაიზიარონ გამოცდილება.