„კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია. კარგად ვიცი,რომ ამის მიღწევა რთულია. არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა. საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებააა“ , – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„პრობლემა არის ის, რომ ორივე მხარეს სურს ძალიან ბევრი. კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მისცენ. პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო, დღეს 6 ოქტომბერია, დარჩა 4 დღე. არ ვიცი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან უმრავლესობის გეგმები როგორია. ასე ვიტყოდი,რომ სასწაული შეიძლება მოხდეს.
ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და სიტუაციების გაუმჯობესება მხოლოდ პოლიტიკურ ძალებზეა. ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს,სამწუხაროა,რომ კონსენსუსი არ იყო.რომ ყოფილიყო შესაძლებელი ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, გაცილებით კარგი იქნებოდა. მე უნდა ვიყო ოპტიმისტი, მოდით გამოვთქვათ იმედი იმის, რომ სასწაული მოხდება.
როდესაც დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, მიზნად დავისახეთ, რომ საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან გადასულიყო. როგორც ვიცი პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს და უმრავლესობამ პარტიაში მიაღწია კომპრომისულ ვარიანტს. ამ შეთანხმების თანახმად, ახალ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან დაიგეგმა.
ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ამ აზრზე ვრჩებით დღესაც. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი. გადადება არ არის კარგი, თუ გადაიდება 2024 წლამდე, არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. 7 წელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საქართველოსთვის. სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა“ , – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.
მანანა ღოღობერიძე