ჭარბწონიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ათასობით ადამიანი ებრძვის. ზედმეტი წონის მოშორების მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული კატეგორია ყველაზე მარტივს ირჩევს, თუმცა ეს „იოლი გზა“ დიდ რისკებთან ასოცირდება. გასახდომი აბებით ადამიანის ორგანიზმი შინაგანადაც სუსტდება, ხშირად მომხარებლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დგება. ოფიციალურად რეგისტრირებული პრეპარატების სიის დასადგენად „თბილისი თაიმსი“ სამედიცინო საქმინაობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაუკავშირდა.

,,სიმსუქნის ან ჭარბი წონის მქონე პაციენტების სამკურნალოდ რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება – ორლისტატი. 120 მგ ორლისტატის შემცველი ტაბლეტი ფარმაცევტული პროდუქტის მე-II ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ფორმა №3 რეცეპტით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. აგრეთვე, რეგისტრირებულია ერთი მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება – ფიგურინი, რომლის გამოყენების წესი ინსტრუქციაშია მითითებული.

რაც შეეხება საკვებ (ბიოლოგიურად აქტიურ) დანამატებს, ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად „ბიოლოგიურად აქტიურ დანამატზე სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაინტერესებული პირი მათ ნებაყოფლობით რეგისტრაციას საკუთარი ინიციატივით განახორციელებს “. ამჟამად,
მსგავსი ჩვენებით, საქართველოშიარც ერთი ბად-ი არ არის რეგისტრირებული.

წამლის მიღების რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით კი, გაცნობებთ, რომ ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის პროცესში სააგენტო სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად განიხილავს და აფასებს მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ გამოყენების ინსტრუქციას და წამლის გამოყენების წესებს, დოზირებას, ჩვენებებს, უკუჩვენებებს და სხვა ინფორმაციას ითანხმებს. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნის შემთხვევაში აფთიაქი ვალდებულია მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია მიაწოდოს,“ – განაცხადეს, რეგულირების სააგენტოში.

ნინო ზარიძე

(Visited 95 times, 1 visits today)

კომენტარები