რამდენიმე დღის წინ დედას რომ დავურეკე და მაწვნის ყიდვა ვთხოვე, ეს იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენა, ეგონა, მოესმა, რამდენჯერმე გამამეორებინა და ბოლოს მიწერა მთხოვა.
ეს ამბავი თქვენ არაფერს გეუბნებათ, თუმცა წლების წინ, ბავშვობაში ჩემს სახლთან რომ ჩაგევლოთ, მესამე მსოფლიო ომის მთელი სერიების მომსწრე გახდებოდით, რომელთა მთავარი მიზეზი რძის პროდუქტებისადმი ჩემი სიძულვილი იყო. მე კი “ოკუპირებული” ტკბილეულისა და შემწვარ-მოხრაკულების დაბრუნებას მოვითხოვდი.
მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სილამაზეს მსხვერპლად ჩემს გემოვნებას შევწირავდი და უბრალოდ მაწონს კი არა, მაწვნიან წყალსაც ყოველგვარი ზიზღის გარეშე, დიდი ენთუზიაზმით დავლევდი. თუმცა, როცა ეს დიეტა სამეგობროში ჯერ ერთზე, მეორე მეორეზე დავტესტეთ და შედეგები ერთმანეთზე უკეთესი აღმოჩნდა, მშობლებს ახლა ტკბილეულის “ოკუპაცია” და განადგურება თვითონვე ვთხოვე.
9 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი წყალი
9:30: 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 პატარა ნაჭერი უმარილო და უცხიმო ყველი,
12 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი წყალი
12:30: 100 გრამი მოხარშული სოსისი (საქონლის ხორცისგან დამზადებული) და 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.
15 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი წყალი
15:30: 100 გრამი მოხარშული ქათმის ან საქონლის უცხიმო ხორცი. თითო ცალი კიტრისა და პომიდვრის სალათა.
18 საათზე: 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.
18:30: 300 გრამი ცოცხალი ხილის სალათა (ასორტი).
წყარო: marao.ge