თბილისის საკრებულოს წევრის – თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საკრებულოს შენობის წინ არსებული სიტუაცია არა საქმიანი რეჟიმი, არამედ დებოშია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა “თავის განშტოებებით ცდილობდა კანონის მიღმა გაეყვანა პროცესები”.
“საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ან უნდა ველოდოთ ნაციონალური მოძრაობისგან იმას, რომ პარკინგის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გამოხატონ საკუთარი დასტური, რადგან ისინი არიან სითი პარკის ავტორები. ან ბიზნესის რეკეტიორებს როგორ უნდა მოვთხოვოთ დასტური ან თანხმობა იმაზე, რომ მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდეს ქალაქის სასარგებლოდ. ან კიდევ ხალხის კომფორტის ზრუნვაზე ვერ დაველაპარაკებით სისხლიანი და წამების რეჟიმის შემოქმედებს”, – განაცხადა ტალიაშვილმა.