„მეამაყება ყველა ის ფეხბურთელი,რომელიც დღეს ნაკრებშია. ხშირად მათი მზადყოფნა არ არის სათანადო, მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ ისინი მაქსიმუმს არ აკეთებენ“ , – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კრიზისზე და მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„52 მილიონი ნამდვილად არ არის ფეხბურთის წლიური დაფინანსება. შეურაცხმყოფელია,რომ სპორტის მინისტრი იყო ცხადაძის გაშვების ინიციატორი, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია, რომ შესარჩევი მატჩები დავასრულეთ მოგების გარეშე. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრების დიდი რაოდენობა დამეთანხმება, რომ მოედანზე სულ სხვა გუნდია, ჩვენი ეროვნული ნაკრები მიუხედავად იმისა,რომ თამაში ვერ მოვიგეთ, უკეთეს მდგომარეობაშია და სათამაშო ხარისხი გაუმჯობესებული აქვს.
რასაკვირველია შეცდომები ყველას აქვს, მათ შორის ნაკრების მწვრთნელს. ჯერ არ დასრულებულა ვლადიმერ ვაისის ხელშეკრულება, დიდი ხანია დაწყებული გვაქვს საუბარი და ვფიქრობთ,რომ გავაგრძელოთ ხელშეკრულება. ჩემი მიზანია,რომ ვაისი დარჩეს. არ არის სიტუაცია ისე,რომ კონტრაქტს გავუმზადებთ და ერთი სული აქვს როდის მოაწერს. ისიც ფიქრობს,მთავარია გუნდთან წარმატებას მიაღწიოს. ახლო მომავალში გვექნება გაფორმებული ხელშეკრულება. მომავალში ვლადიმერ ვაისისთვის მოთხოვნა იქნება,რომ 2020 წელს ვითამაშოთ „პლეი-ოფები““ , – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე