საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებსმისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიისელჩმა.
“მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო მეგობრობისთვის.გარწმუნებთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით ავაშენოთ მეტიხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლიც დაფუძნებული იქნებასაერთო ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე“ – აღნიშნა მიხაელ როტმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეოსაქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე, რომელიცმიხაელ როტის მოწვევით განხორციელდა და ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის კარგი მაგალითია.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე ჰესენის მიწაზე ვიზიტის ფარგლებში ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის დაესწრო, რომელშიც ქართულმა ანსამბლმა „თუთარჩელამ“ მიიღო მონაწილეობა.
გერმანიის სახელმწიფო მინისტრის საპატივცემულო საღამო მუსიკალურად სწორედ ანსამბლმა „თუთარჩელამ“ გააფორმა.
მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დადიპლომატიური კორპუსი.