საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი გამოვლინდა. კონკურსში შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა, რომელმაც 14227 ხმა მიიღო. კონკურსში კიდევ ორი პროექტი მონაწილეობდა: შპს BWC-ის პროექტმა – 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ – 11127 მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.
მშენებლობაზე ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.