პალესტინელი ბერ-მონაზვნების ისტორიიდან ცნობილია, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული VI-ე საუკუნის ბოლომდე საღმრთო შურით აღვსილმა ვესებმა (ქართველებმა), როგორც ამას საბა განწმედილის ჰაგიოგრაფი გვაუწყებს, წმინდა ქალაქს მიაშურეს დევნილ მართლმადიდებელთა საშველად და მათ დიდი ლავრის დაცვისას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს.
წმინდა მიწაზე ქრისტიანობისათვის ერთ-ერთ უმძიმეს ეპოქაში, XI საუკუნეში, საქართველო ყოველმხრივ ექომაგება წმინდა მიწაზე მცხოვრებ მართლმადიდებლებს. ქართველი მონაზვნები თავდადებით მოღვაწეობენ სირიაში, პალესტინაში, სინას მთაზე და სხვაგან.
ქართველები ცნობილნი არიან, როგორც მაშენებლნი, დამაარსებელნი და აღმაშენებელნი, განმაახლებელნი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მონასტრებისა. მათ შორის, ქმედითი წვლილი მიუძღვით წმინდა საფლავის ტაძრის აღდგენის საქმეში, რომელიც 1010 წელს დაარბია ეგვიპტის პატიმიდების სასტიკმა სულთანმა საკემ.
XI ს-ის ბოლოს და XII ს-ის დასაწყისში წმინმდა მიწაზე მაცხოვრის მონასტრისათვის მხარდაჭერის საქმეში დიდი გულმოდგინება გამოიჩინა საქრთველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა (1089-1125 წწ). ჯვაროსანთა მიერ წმინდა ჯვრის მტრების ძლევით ფრთაშესხმულმა ქართველებმა გადაწყვიტეს ართქმულ მიწაზე გამგზავრება, რათა მონაწილეობა მიეღოთ პალესტინელ ქრისტიანთა დაცვასა და დასავლელ მეომრებთან ერთად უფლის საფლავის ურჯულოთაგან გამოხსნაში. თუმცა მღელვარე ძღვამ შეიწირა პირველი მეომრები, მაგრამა ამან ვერ შეანელა ახალ მოხალისეთა შემართება, რომელთაც მშვიდობით მიაღწიეს წმინდა მიწამდე და სირიელ ქრისტიანებსა და სომეხ თავადებთან ერთად ჯვაროსნების მხარდამხარ შეუდგენენ ამ წმინდა მისიის აღსრულებას.
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას