,,მამული გულით გიხმობთ შორეთიდან, ახალგაზრდებო!“ – ამ სიტყვებით ეხმიანებოდა თავად ემიგრაციაში მყოფი გრიგოლ რობაქიძე უცხოეთის ცის ქვეშ მცხოვრებ ქართველებს. XX საუკუნის ბოლოდან საქართველო უამრავმა მოქალაქემ დატოვა. ემიგრაციის თემა დღეს ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საქართველოში. ბუნებრივია, ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ საინტერესო თემით. ჩვენ ვესაუბრეთ ემიგრაციის თემაზე მომუშავე ჟურნალისტ ნინო ცხოიძეს, რომელიც 2002 წლიდან ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვესაუბრეთ იმ პრობლემებსა და გულისტკივილზე, რომელიც ქართველ ემიგრანტებს აწუხებს.
ქალბატონო ნინო, რა პერიოდიდან მუშაობთ ემიგრაციის თემაზე და რამ განაპირობა, რომ ამ კუთხით წარგემართათ თქვენი ჟურნალისტური კარიერა?
– 2002 წლის ზაფხულში მეგობარმა შემომთავაზა საზღვარგარეთ წასვლა. ერთგვარი ტურნე უნდა ყოფილიყო რამდენიმე გვეყანაში გავლით და აღმოჩნდა, რომ ჯგუფიდან უმეტესი წევრი უცხოეთში აპირებდა დარჩენას. გზადაგზა რომ გვაკლდებოდა ხალხი, იმითი გავიგე, რომ უმეტესობა ტურისტულ მოგზაურობაში წამსვლეკლებისა, დამრჩენები იყვნენ,. როგორც კი გერმანიაში ჩავედი, სულ სხვა ინტერვიუები მქონდა დაგეგმილი, მაგრამ დავინტერესდი იქ მცხოვრები ქართველევბის ბედით. გერმანიაში საქართველოს მაშინდელმა ელჩმა, კოტე გაბაშვილმა, შემზარავი ამბავი მიამბო. მითხრა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გერმანიაში ჩამოდის სრულიად გაუცნობიერებლად და სახლში რომ ჭიქა არ გადაუადგილებიათ, აქ ისეთ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, გაძლება უჭირთო. ერთმა 21 წლის გოგონამ ხეზე თავი ჩამოიხრჩო. მაშინ დაიმსხვრა მითი ჩემთვის იმისა, რომ საქართველოდან წასული ადამიანები ემიგრაციაში გარკვეულ შვებას პოვებდნენ და ალბათ, ჩემი აზრით, ამიტომაც იყო გერმანიის საკუნსულოსთან მუდმივი ხალხმრავლობა. გერმანიის საკონსულოსთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ და საკონსულოსთან რომ ამდენ ხალხს ვხედავდი, ვფიქრობდი, რომ ალბათ საზღვარგარეთ კარგი ცხოვრებაა და ეს ხალხი თავის გადასარჩენად მიდის. როგორც კი მივხვდი რომ ია-ვარდებით არ ყოფილა მოფენილი საზღვარგარეთის გზა და ტურის დროს გზაზეც ბევრ პრობლემას წავაწყდი, დავისახე მიზნად, რომ უფრო კარგად შემესწავლა ემიგრაცია და 2003 წლის ბოლომდე გერმანიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მოვახერხე ჩასვლა და მასალებს როგორც რადიოში, ასევე ჟურნალ-გაზეთებში ვბეჭდავდი, მაგრამ 2003 წლის ბოლოს, როდესაც საქართველოში მოულოდნელად შეიცვალა ხელისუფლება და ,,აჭარის“ ტელევიზიის თბილისის ბიურო დაიხურა, აღმოვჩნდი უმუშევარი. პირველად ცხოვრებაში არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. სწორედ, მაშინ მივხვდი, რომ მეტი დრო უნდა დამეთმო ემ იგრაციის შესწავლისათვის, რადგან საქართველოში სულ სხვა წარმოდგენა გვაქვს ამ პრობლემის შესახებ. უამრავი ადამიანისგან მესმოდა და დღემდე მესმის ,,ერთი აქდან გავაღწევდე“, მაგრამ არავინ იცის რა ვითარებაში აღმოჩნდება ,,გაღწევის“ შემდეგ. რა თქმა, უნდა ამას დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებდი, რომ ამომწურავი ინფორმაცია მქონოდა რა პირობებში მიდიან და რა სირთულეების გადატანა უწევთ გზაზე, რა ვითარებაში ხვდებიან, სანამ სამსახურს იშოვიან, ამიტომ ნაცნობ ტურისტულ სააგენტოებში ვცდილობდი ამ ინფორმაციის მიღებას. 2004 წლიდან უკვე დავიწყე დამოუკიდებლად მოგზაურობა, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, გარკვეული მივლინბების ხარჯზე, თუნდაც ბილეთის თანხის შოვნით და ვცდილობდი, რომ ქართველ მასპინძლებთან ვყოფილიყავი. შემდგომ ადგილზე სულ უფრო მეტ ემიგრანტს უჩნდებოდა ჩემთან შეხვედრის სურვილი, მპატიჟებდნენ თავიანთ სახლებში და მათთან ცხოვრებით სულ უფრო მეტი შემივტყვე. მას შემდეგ გავხდი ერთგვარი პროპაგანდისტი იმისა, რომ ხალხს სცოდნოდა რა ხდება ემიგრაციაში და დაუფიქრებლად არ გადაედგათ ეს ნაბიჯი და გამოუვალი მდგომარეობის წინაში არ დამდგარიყვნენ, რაც ძალზე ხშირია.
ვიცით, რომ ემიგრანტობის ძირითადი მიზეზი მატერიალური ფაქტორია. რა სიტუაცია ხვდებათ უცხოეთში წასულ ქართველებს? რამდენად მართლდება მათი მოლოდინი?
– ძირითადად, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან გადინება უკავშირდება ეკონომიკურ პრობლემებს. ამდენად, თუ ადრე, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა კატეგორიის მიგრაცია ხორციელდებოდა: რელიგიური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური თუ სამეცნიერო, ამჯერად, ყოველშემთხვევაში წინა საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან, პოლიტიკურ ემიგრაციას უკვე სოციალური და ჰუმანიტარული ემიგრაციაც დაემატა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველ დროში ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შედეგად სულ უფრო მატულობს თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა. ყურადსაღებია, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს უმეტესად შეჭირვებული ადამიანები მიმართავენ ხოლმე, ვინაიდან უცხო ქვეყანაში მიზეზი იმისა, რომ შენ სამსახური არ გაქვს და თავს ვერ ირჩენ, ეს დახმარების საშუალებას არ იძლევა და ის ადამიანი, რომელსაც არ სურს არალეგალური ცხოვრება, მუდმივი შიშისა და სტრესის ქვეშ ყოფნა ამ ხერხს მიმართავენ. მოგეხსენებათ, ასეთ დროს ხშირია დეპორტაციის შსემთხვევები. ამიტომ, ზოგჯერ სხვისი ისტორიების მოყოლით ადამიანები ცდილობდნენ თუნდაც დროებით მოეპოვებინათ შედარებით კომფორტული თავშესაფარი, ვიდრე თავად გააჩნდათ საქართველოში. ამასთან, უფასო კვება, სამედიცინო დახმარება და მკურნალობა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანს საქართველოდან წამოსვლის დროს უკეთესი მოლოდინი ჰქონდა, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, საერთო საცხოვრებელში სხვადასწხვა ჯურის ადამიანებთან ერთად ცხოვრებამ, ან უარეს შემთხვევაში, მიტოვებულ შენობებში და კიდევ უარეს შემთხვევაში ქუჩაში ცხოვრებაც კი უწევდათ, და, თუ რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ ისინი დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოცნდებოდნენ, ანუ მათ განუცხადებდნენ რომ 24 საათში უნდა დატოვოს ქვეყანა, ისინი იძულებული ხდებოდნენ სხვა ქვეყანაში ეცადათ ბედი. რაც შეეხება არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც იმთავითვე სამუშაოს საძებნელად მიდიან უცხო ქვეყნებში, არც მათ აქვთ გათვითცნობიერებული, რა ვითარებაში აღმოჩნდებიან უცხო ქვეყნებში. მაგალითად, საბერძნეთში მე ვიყავი რამდენიმე ,,გრაფიოში“, რომელებიც ქართველებს აქვთ დაქირავებული და ყოველი ახალი ემიგრანტი აქ როგორც ღამის გათევაში, ისე კვებასა და ცხელი წლის მომსახურებაში იხდის ფულს. სამსახურის საშოვნელადაც ამ ,,გრაფიოს“ მეპატრონეები გარკვბეული თანხის გადახდის საფასურად ეხმარებიან. ამიტომ, მინახავს ადამიანები, რომლებიც საქართველოდან პროცენტიანი ვალებით წავიდნენ, საბერძნეთში კი რამდენიმე თვე ვერ დასაქმდნენ და ყოველდღიურად მათ ვალებს უკვე ევროებში დამატებითი თანხა ემატებოდა. ოჯახებს ამ წვრილმანებს ვერ უყვებიან და, ამდენად, ხშირად ხდება უკმაყოფილება და გარკვეული დროს მანძილზე ვერც ვალებს იხდიან და ვერც ოჯახს არჩენენ. რა თქმა უნდა, არიან კრიმინალი ემიგრანტები, რომელთა შორის არამხოლოდ კრიმინალური წარსული მქონე ადამიანები ხვდებიან, არამედ ისეთები, რომელთაც საქართველოში არასდროს გაუვლიათ რაიმეს მოპარვა, მაგრამ უსახლკაროდ, უფულოდ და უპატრონოდ დარჩენილნი იძულებუოლნი გახდნენ ამ გზით ერჩინათ თავი. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ევროპაში საკვების მოპარვისთვის ადამიანებს არ იჭერდნენ. ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში არასრულწლოვნები ფუნთუშისა და ძეხვის მოპარვისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს ქვეყნისათვის იქ ითვლება ადამიანზე არაჯეროვნად ყურადღების გამოვლინებად, ანუ სოციალური დახმარება არ არის მათთვის სათანადო. ასევე, უბილეთო მგზავრები როცა ჯარიმდებიან, ამ ნთანხას იხდის მათი სოცუიალური აგენტი და არა თავად ემიგრანტი. ჩემთის ძალიან სამწუხაროა, როცა საქართელოში ჟურნალისტები მხოლოდ კრიმინალური ფაქტების გაშუქებით ინტერესდებიან და ნაკლებად უთმობენ ყურადღებას ემიგრაციაში არსებულ რეალურ პრობლემბს, ასევე, მათ სურვილს სამშობლოში დაბრუნებისა და თუნდაც წარმატებული ქართველების გაცნობისა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოდან წასული ქართველების თითქმის 80%, ჩემი ვარაუდით, არის პატიოსანი მშრომელი და დაფასებული ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რამდენი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს და ძირითადად რომელ ქვეყნებში არიან ისინი?
– რა თქმა უნდა, ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტ-ნაკლებად დამყარებულია ეროვნული ბანკის მონაცემებზე. არის გარკვეული ფაქტები იმის მიხედვით, სად უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს. თუ ეს ეყრდნობა ფულადი გზავნილების რაოდენობას, მაშინ ესეც ვერ იქნება ზუსტი. ამა თუ იმ ქვეყნიდან ფულადი გზავნილების რაოდენობაზე. სრული სურათი ესეც ვერ იქნება. ვინაიდან, არალეგალი ემიგრანტები ვერ ახერხებენ თავიანთი სახელით გამოაგზავნონ ფული და, რა თქმა უნდა, ამგვარი გზავნილებიც ვერ იქნება აღრიცხული. ის კი ფაქტია, რომ ემიგრაციის დიდი ნაწილი ცხვრობს რუსეთში, თურქეთში, ამერიკაში საბერძნეთსა და იტალიაში. დაახლოებით 1.5 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ ცხოვრობს. თამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ დიდი რიცხვია ასეთი პატარა ქვეყნისათვის.
ქალბატონო ნინო, თქვენს საავტორო გადაცემაში, ,,ემიგრანტები, ანუ სხვა საქართველო აქ არის“, ყოველთვის გვაცნობდით ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ აარჩიეთ სათაური ამგვარად და რა იყო ძირითადი გზავნილი ემიგრანტებისთვის?
– 2002 წლიდან მოყოლებული, როცა მე პირველად დავინტერესედი ემიგრავციის თემატიკით, თანდათან სულ უფრო მეტად მიჩნდებოდა სურვილი მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში და გავცნობოდი ქართველი ემიგრანტების ყოფა-ცხოვრებას, მათ პრობლემებს, მიზეზებს რატომაც ისინი ტოვებდნენ საქართველოს და განწყობას დაბრუნებასთან დაკავშირებით. საბერძნეთში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში მოგზაურობის დროს (მოგვიანებით იმ სხვა ქვეყნებში, სადაც ნამყოფი ვარ), სულ მესმოდა ეს ფრაზა: ,,ჩვენ აქ ჩვენი პატარა საქართველო შევქმენით“. ეს გამოიხატებოდა მათ მიერ სათვისტომოების, დიასპორული ორგანიზაციების, სამრევლოების, საკვირაო სკოლებისა და ქართული კულტურის ცენტრების შექმნით. მათთან შეხვედრების დროს ვგრძნობდი, რომ რეალურად ქართულ გარემოში მოვხვდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახებში სტუმრობისას ქართულ კერძებსაც მახვედრებდნენ. სიმღერასა და ცეკვაზე რომ არაფერი ვთქვა, რომელიც ემიგრაციისათვის განუყფელი ნაწილია. მაგრამ 2006 წელს საახალწლოდ ბილეფელდის (გერმანია) ქართული სათვისტომოს მიწვევით ვიმყოფებოდი და კარგად გავეცანი როგორც სათვისტომოს, ისე ქართული საკვირაო სკოლის მუშაობას. აქ ქართველ ბავშვებს ასწავლიდნენ მშობლიურ ენბასა და ლიტერატურას, ისტორიას, წარმოდგენას უქმნიდნნე სხვადასხვა კუთხეის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ასწავლიდნენ სიმღერასა და ცეკვებს. სწორედ სიმღერის გაკვეთილზე, როდესაც ქართველი ბავშვები მღეროდნენ ,,სხვა საქართველო სად არის?!“ დაფაზეც ეწერათ სწორედ ეს ფრაზა უცებ გამიელვა თავში აზრმა, რომ მე ამ კითხვის პასუხი სწორედ აქ, გერმანიაში, ვიპოვე. შევბრუნდი დაფისკენ, წავშალე სიტყვა ,,სად“ და დავწერე ,,აქ“. მას შემდეგ იგივე განწყობა დამეუფლა პარიზში, როცა ორი საკვირაო სკოლა მოვინახულე და ინტერნეტით პირდაპირ ეთერშიც გავედი გადაცემით : ,,სხვა საქართველო აქ არის“. რასაკვიერველია, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი თავს ემიგრანტად არ მიიჩნევს. ამიტომ ზოგიერთერბს ჩემი ჟურნალის სახელწოდება ,,ემიგრანტები“, ეჩოთირებოდა კიდეც. ამდენად, მე გავაერთიანე ეს ორი სათაური და მივიჩნიე, რომ ემიგრაციის ყველა კატეგორიისათვის უნდა მიმეწვდინა ხმა, გამეგო მათი ტკივილი და სიხარული. სწორედ ისე მიმეწოდებისა სამშობლოსათვის, როგორც ამას თვითონ გაიცდიან. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემატიკაზე მუშაობა საქართელოში აქტუალური არ გამოდგა და არც შემოსავლიანი. ამდენად, მე ძირითადად საკუთარი სახსრებით, ახლობლების დახმარებით ვცდილობ, არ გავჩერდე და ეს თემა როგორმე აქტუალური გავხადო საქართველოსთვის.
თქვენ თითქმის ყოველდღიური კავშირი გაქვთ ემიგრანტებთან. ამასთან ერთად, ხართ თანათავმჯდომარე საქართველოში დიასპორის ცენტრის. ვუთხრათ მკითხველს, რა კეთდება საქართველოში ქართული დიასპორისა და ემიგრაციისათვის და რა სჭირდებათ მათ?
– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო შეინიშნება ემიგრაციისადმი მზრუნველობის თვალსაზრისით ყურადღების გამახვილება. ეს თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველ წელს ტრადიციად იქცა 27-28-29 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. ამას გარდა, ოქტომბერში იმართება ბიზნეს ფორუმები უცხეთში მცხოვრები თანამემამულეების მონაწილეობით და ემიგრაციის მუზეუმმაც 25 ივნისი ემიგრანტის დღედ დააწესა. ამდენად, აღნიშნული ღონისძიებებით, ასევე, მთავრობის, პარლამენტის შესაბამისი უწყებების შეხვედრებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან, მათი ინტერესების გაცნობას, საჭიროების შესწავლასა და სამშობლოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ისახავს მიზნად. სწორედ, ამისათვის არაერთი კონფერენცია ჩატარდა საქართველოში და, განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში დაიწყო განხორციელება დაბრუნებული ემიგრანტებისათვის ხელშეწყობის პროგრამებმაც. თუმცა ემიგრანტების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობს ამ პროექტებს ან ხელი არ მიუწვდებათ მსგავს ინფორმაციასთან და ხშირია უკმაყოფილო მოსაზრებები, რომ საქართველოში ემიგრანტების მხარდასაჭერად არაფერი კეთდება. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ მედიასაშუალებებში ნაკლები ყურადღება ეთმობა სწორედ ასეთი საკითხების გაშუქებას, რაც კიდევ უფრო დაახლოვებდა ემიგრაციას სამშობლოსთან და, შესაძლოა, მსგავსი პროექტები უფრო მეტად ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. თავად ემიგრანტები, უპირველესად, ითხოვენ ხოლმე საქართველოდან უფრო მეტ ყურადღებას, მათი ღვაწლის აღიშვნას სხვადასხვა სახით. თუნდაც მადლიერების გამოხატვას იმისათვის, რომ მათ მიერ საკუთარ ოჯახებში გადმოგზავნილი თანხები, საქართველოში ბრუნავს და გარკვეულწილად ეკონომიკის წინსვლაშიც გარკვეულ როლს ასრულებს. ბოლო 2 წელია საქართველოში დაიწყო უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველების დაჯილდოება. გარკვეული პრობლემები აქაც არის, რადგან ემიგრაციაში წარმატებული ქართველი ბევრია, დაჯილდოებაში კი ყოველ წელს გამარჯვებული მხოლოდ რამდენიმეა სხვადასხვა ნომინაციაში. იმედი მაქვს, ხელისუფლება მალე უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ემიგრანტებს და მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასდება.
თუ აქვთ ემიგრანტ ბავშვებს ქართულად სწავლა-განათლების მიღების საშუალება და თუ აქვთ რაიმე ქართულთან შეხება?
– ეს ძალიან მტკივნეული პრბლემაა თითქმის ყველა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. არიან ბავშვები, რომლებიც საქართველოდან პატარა ასაკში წაიყვანეს და ბევრია უცხეთში დაბადებული. მშობლებს ძალიან ცოტა დრო აქვთ ხოლმე ოჯახში ასეთ ბავშვებთან ქართულ ენაზე სასაუბროდ. ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში იმ ენაზე საუბრობენ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. გარკვეულწილად ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება ქართული საკვირაო სკოლები, რომლებიც გახსნილია ქართულ ეკლესიებთან და სათვისტომოებთან. არსებობს პროგრამა ენის დისტანციური სწავლისათის, რომელიც კარგა ხანია უკვე დაიტესტა, მაგრამ სრულად ამოქმედება ჯერაც ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით უჭირთ ქართუოლ ენაზე საუბარი შერეული ოჯახების შვილებს, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი არაქართველი ჰყავს, მაგრამ სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საკვირაო სკოლებში ასეთი ოჯახების შვილებიც დადიან, თუმცა აქაცაა პრობლემა, დიდ ქვეყნებში საკვირაო სკოლებთან სიშორისა და მშობლების დატვირთული რეჟიმის გამო, ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს მშობლიური ენის სწავლას. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი საშუალებაა საქართველოში განხორციელებული პროექტი საზაფხულო ბანაკების შესახებ.ორი კვირის განმავლობაში ბავშვები ეცნობიან მშობლიურ კუთხეებს ადათ-წესებს უახლოვდებიან თავიანთ თანატოლებს და უფრო მეტადაც უჩდებათ სურვილი დაბრუნდნენ სამშობლოში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანს სურვილი აქვს იცხოვროს საქართველოში, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვა ქვეყანაშია დაბადებული,სამწუხაროდ, საქართველო სამშობლოდაც არ მიაჩნიათ, მაგრმ სწორედ მშობლების დამსახურებით კარგია, რომ ისინი ინტერესდებიან მაინც საქართველოთი და თუნდაც დასასვენებლად ჩამოსვლის სურვილი გააჩნიათ. ასეთ დროს ყოველთვის მაგონდება ყველასათვის ცნობილი სტროფი: ,,საქართველოვ, შენ ვინ მოქცა შვილი დასაკარგავი?!“, რომელიც დღეს შესაძლოა ვიღაცისთვის პათეტიკურად დას დრომოჭმულადაც ჟღერდეს.
თქვენი ერთ-ერთი გადაცემა ფერეიდნელ ქართველებს მიეძღვნა. ისინი რამდენიმე საუკუნის წინ იძულებით გადაასახლეს, მაგრამ დღემდე ინარჩუნებენ ქართველობას. მოგვიყევით მათი განცდებისა და ემოციების შესახებ. რა იყო მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი?
– ფერეიდნელი ქართველები განსაკუთრებული კატეგორიაა არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო და ქართული გენი. ამ კატეგორიის ადამიანებმა საქართველოში დაბრუნება ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს დაიწყეს, თუმცა აქ ერთეულები დარჩნენ გარკვეული მიზეზების გამო და ბევრი ისევ ფერეიდანში დაბრუნდა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მათი ინტერესი საქართველოსადმი და ეს ძალიან მახარებს. როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,XXI საუკუნეს“ პრეზიდენტმა ზვიად ტომარაძემ ფერეიდნელი ქართველებისათვის სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო და პირველი ნაკადი 12 კაციანი ჯგუფი საქართველოში სამოგზაუროდ და ქართული ცეკვა-სიმღერის შესასწავლად ჩამოვიდა, საშუალება მომეცა დასკვნით ღონისძიებაზე მათი კონცერტი გადამეღო. ენით აუწერელი იყო ის ემოცია, რაც ყოველი მათგანის სიტყვასა და სიმღერაში გამოიხატებოდა. სამწუხაროა, რომ იმ კონცერტის ფართოდ გაშუქება არც ერთმა ტელევიზიამ არ მოინდომა. ჩემი გადაცემა კი ,,ქართული ტივის“ ეთერში გავიდა და ამჯერად წარდგენილია საერთაშორისო ფესტივალზე ,,წმინდა ანდრიას ჯვარი“. ამის შემდგომ კიდევ ორი ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. ესენი არიან იმ ქართველების შთამომავლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ფერად სიზმრებში ხედავდენ საქართველოს და მომავალ თაობას უნერგავდნენ, რომ თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლიდნენ აუცილებლად მოხვდებოდნენ საქართველოში. თუნდაც ის ფაქტი, რომ ისინი ყოველი დამშვიდობების დროს ამბობენ ,,ღმერთს ებარებოდე“, ვფიქრობ, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ბევრი მათგანი უკვე ცდილობს საქართველოში ბიზნესის წამოწყებას და ისტორიულ სამშობლოში დამკვიდრევბას. ვისურვებდი, რომ ასეთი გულანთებული ქართელები გამრავლებულიყვნენ საქართველოში.
თქვენ, ემიგრაციის თემაზე მომუშავე და ამ საკითხებში საფუძვლიანად განსწავლული ჟურნალისტი, რა რჩევას მისცემდით უცხოეთში წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს?
– განსაკუთრებით 2003 წლის შემდგომ ჩემს სტატიებში, რადიო თუ ტელე გადაცემებში მუდმივად მოვუწოდებდი ადამინაებს, დაუფიქრებლად არ გადაედგათ ნაბიჯი საზღვარგარეთ წასასვლელად და კონკრეტული მაგალითებით ვაფრთხილებდი მათ, რა პრობლემებს და, ზოგჯერ, ხიფათსაც წაააწყდებოდნენ უცხო გარემოში მოხვედრის შემდეგ. საბედნიეროდ, დღეს შეიძლება ითქვას ისეთი მასიური გადინება ქვეყნიდან არ ხდება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც მხვდებიან ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, რომლებიც გამოსავლის გზებს სწორედ ემიგრაციაში ხედავენ. ყოველი პოლიტიკური ფორმაციის ცვლილების პერიოდში მატულობდა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, როგორც ვხედავ, დღესაც ცდილობენ ადამიანები თუნდაც გამოგონილი ისტორიებით ჩაბარდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ შესაძლოა მათი ,,კეთილდღეობა“ სულაც არ აღმოჩნდეს ხანგრძლივი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის უფლება მოიპოვა და უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში აღმოჩნდა თითქმის შეუძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქისთვის (ერთეული, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი. ბევრმა არ იცის, რომ მათ მიერ დასახელებული მოტივის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტალური მასალა და რეალური ფაქტები. ამის გარეშე უცხო ქვეყანაში ჩასვლა ფუჭი ხარჯი და იმაზე მეტი პრობლემა გახდება, ვიდრე სამშობლოში გააჩნიათ. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მალე დადგება დრო, როცა საქართველო გარკვეულ ქვეყნებთან დადებს ორმხრივ ხელშეკრულებას ამა თუ იმ სფეროში მუშა ხელის ლეგალურად დასაქმებისათვის. მაშინ, რათქმა უნდა, ქართველთა შრომითი მიგრაცია გაცილებით სხვა მასშტაბებს მიიღებს.
და ბოლოს, თქვენი გზავნილი ემიგრანტებს.
– ჩემი 15 წლიანი შრომის შედეგად უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრ მათგანს პირად არც ვიცნობ, მაგრამ სოციალური ქსელით ვეკონტაქტები. ბევრის ოჯახსაც ვესტუმრე და სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით სულ უფრო მეტად ჩათრეული აღმოვჩნდი, მხატვრულად რომ ვთქვა, ემიგრაციის ჭაობში. ემიგრანტები, ვფიქრობ, ამას უფრო სწორად გამიგებენ. ჩემი დამოკიდებულება მათდამი ყოველთვის არის გულშემატკივრული, თანადგომაზე დაფუძნებული. თუმცა ზოგჯერ წყრომაც გამომითქვამს იმათ მიმართ, ვინც კარგად შეესისხლხორცა უცხო გარემოს და საქართველოსკენ გამოხედვა არ უნდა. საბედნიეროდ, ასეთები არც ისე ბევრია. ყველა მათგანს, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ, არ გაწყვიტონ კავშირი სამშობლოსთან, არ დაავიწყდეთ ,,ვისი გორისანი არიან“ და არ გამოეპაროთ უკან დაბრუნების დრო. იცხოვრონ, იშრომონ და იღვაწონ საქართველოსთვისაც ისე, როგორც საკუთარი ოჯახებისთვის და ოდესმე მათ ამას იმედია სამშობლო დაუფასებს. ემიგრანტების გარდა, ხელისუფლებასაც მუდმივად შევახსენებ, რომ საქართველოში სოციალური პოლიტიკა ევროპულს თუ არ დაემსგავსა და უმუშევარი, არასაპენსიო ასაკის ადამიანებისთვის სოციალური დახმარება არ დაწესდა, უცხო ქვეყანაში გადინების ფაქტი სულ იქნება.
მარიამ გობიანიძე