საქართველოს პრემიერმინისტრი მორიგ განცხადებას აკეთებს. ის მხარდამჭერებს არჩევნების დასრულებას და გამარჯვებას ულოცავს. კვირიკაშვილი გამარჯვებას ულოცავს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატსაც – კახა კალაძეს.
“2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვბელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ – ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ არ ულხინს. ქვეყანაში დღეს არ არის ყველაფერი ისე კარგად. მაგრამ ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი არის სწორი. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში არის სტაბილურობა და ის, რომ დღეს ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით. ეს დაინახა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება. ჩვენს დედაქალაქს, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს ელოდება კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და მინდა მივულოცო ჩვენს კახა კალაძეს“, – აცხადებს კვირიკაშვილი.