სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ხვალ განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელშვილი უხელმძღვანელებს.
“განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები კომისიას სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით პროექტების მიმდინარეობას გააცნობენ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები კი კომისიის წევრებს აღნიშნულ სფეროში ესტონეთში ვიზიტისას მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. გაიმართება მსჯელობა, რამდენად რელევანტურია ესტონეთის მაგალითი საქართველოსთვის”, აცხადებენ აღნიშნულ აპარატში.
19.09.13