ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში არსებული 737 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 192 არის დათვლილი.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში, თბილისის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ 50530 (53.38 %) ხმა მოიპოვა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16602 (17.54 %), „ბაქრაძე, უგულავა – ევროპულმა საქართველომ“ 8707 (9.2 %).
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ქვეყანაში 21 ოქტომბერს ჩატარდა.