ქართული ღვინო, მსოფლიო მასშტაბით, სახელს დღითიდღე იხვეჭს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა, საგრძნობლად იმატა. რომელი ქვეყნები არიან ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესებულნი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს გასაქანი, ამ და სხვა საკითხებზე  The Tbilisi Times ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა მკვეთრად იმატა. რამდენი ქვეყანა დაინტერესდა და რა არის ამის მიზეზი?

– ჩვენი ინფორმაციით, ქართული ქვევრი გატანილია და მასში ღვინოს აყენებენ- საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ჩინეთში,აშშ-სა და ესპანეთში. რადგანაც- ქვევრის, როგორც ჭურჭლის ექსპორტი ჩვენგან ნებართვასა და დოკუმენტაციას არ საჭიროებს , ამიტომ ამ ქვეყნების ჩამონათვალი შესაძლოა არასრული იყოს.

გაჟღრდა ინფორმაცია, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე გასატანად, საჭირო იყო ღვინის ეგერთწოდებული ”ევროპული წესით” დაყენება. რას გვეტყვით ამ საკითხთხთან დაკავშირებით, სიმართლეს რამდენად შეესაბამება?

– ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ექსპორტზე გადიოდა და დღესაც გადის როგორც ევროპული, ისე ქართული ტრადიციული წესებით დამზადებული ღვინოები. დამატებით გაცნობებთ, რომ ქვევრის ღვინო ექსპორტზე 50-მდე კომპანიას გააქვს. ქვევრის ღვინის მთლიან ექსპორტს კი, დაახლოებით, 3% უჭირავს.

უცხოელი მეღვინეები, ევროპის ბაზარზე გატანილ ქართულ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, ეტიკეტზე დამზადების ადგილს რამდენად უთითებენ?

ეტიკეტზე მითითება, რომ ღვინო დამზადებულია ქვევრში, უცხოური ქვეყნების კანონმდებლობით არ არის სავალდებულო – ის ნებაყოფლობითია. ვისაც აქვს მითითებული, რომ ღვინო დამზადებულია ქვევრში, ის აუცილებლად ქართულ ქვევრში უნდა იყოს დამზადებული. თუმცაღა, ჩვენი ინფორმაციით, მწარმოებლები უთითებენ, რომ ღვინო ქვევრშია დამზადებული.

რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვევრის ღვინის ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება თუ იგეგმება?

– ჩვენი მარკეტინგული სტარტეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაა, რაც ქვევრის ღვინის მწარმოებელიკომპანიების მხარდაჭერაში აისახება, რათა მათი პროდუქცია,მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო თუ სპეციალიზირებულ გამოფენებზე, დეგუსტაციებსა და სხვა სახის ღონისძიებებზე წარმაოდგინონ და დააგემოვნონ. მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივითა და დიდი წვლილით, 2013 წელს „იუნესკომ“ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. ამ ფაქტმა, მთელ მსოფლიოში, ქვევრის, ქართული ღვინისა და, ზოგადგად, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი. ასევე, 2017 წლის სექტემბერში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში-ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის შესასვლელში, იქ მიმდინარე გამოფენის „საქართველოს – ღვინის აკვანის“ ფარგლებში, მუდმივ ექსპოზიციად, სწორედ, ქართული ქვევრი დაიდგა.

ნინო ზარიძე

(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები