ქართველებს წმინდა სავანეების გარდა, რომელიც სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრებად გვევლინებოდნენ, თავიანთი სამეფოს ფარგლებს გარეთ ჰქონდათ მთელი რიგი საეპარქიო კათედრები. ქართველთა ძლევამოსილი წინსვლის შედეგად, ქართული მართლმადიდებლური სამღვდელმთავრო კათედრები დაარსდა მცირე აზიის ქალაქებში: ანისში, ეზრუმში, ყარსსა და ალაშკერტში.

ქრისტიანულ აღმოსავლეთში ქართულ მონასტერთა რიცხვის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ქართული ეკლესიის მიერ ათონზე, სოფელ – იერისოში, საეპისკოპოსო კათედრის დაარსება, რომლის იურისდიქციას ექვემდებარებოდა საქართველოს პოლიტიკურ ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქართული მონასტერი. ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ) მიერ დაფუძნებულ იქნა, აგრეთვე სამიტროპოლიტო კათედრა – სინას მტაზე, მის მიერვე დაარსებულ წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ქართულ მონასტერში.

საქართველო რაც უფრო იკრებდა ძალას პოლიტიკურად და წარმატებით და სწრაფად ფართოვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა მისი სულერ-საგანმანათლებლო გავლენა სომხეთზე, მრავალეროვან კავკასიის მთიელებსა და სლავებზე. ამ დროეისათვის თურქების საომარი იღბლიანობისა და ბერძნების უგერგილობის გამოიმისობით შექმნილმა არასახარბიელო ისტორიულმა ვითარებამ ძირი გამოუთხარა ბიზანტიის იმპერიას, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. კონსტანტინეპოლი, ერთ დროს ქრისტიანობის ბურჯი და საყრდები, 1453 წელს დაეცა, რამაც ბუნებრივია წარმოშვა კითხვა: – ვინ უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე მართლმადიდებლობის დამცველის როლში? ამ კითხვაზე ვპასუხობთ: აღმოსავლეთში მართლამადიდებლობის ერთადერთი მემკვიდრე და დამცველი სწორედ, რომ საქართველო იყო, რომელიც ბიზანტიის დაცემამდეც იარაღით ხელში იცავდა აღმოსავლეთის წმინდა ადგილებს და არა მაშინდელი რუსეთი, როგორც ამას რუსული ისტორიული ლიტერატურა მოგვითხრობს. მართლმადიდებლური საქრთველოს მეფეები კონსტანტინეპოლის დაცემამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნით ადრე იყვნენ კტიტორები მაცხოვრის წმინდა საფლავისა და აღმოსავლეთის წმინდა ადგილების, რასაც ადასტურებს ბერძნული და მუსლიმური წყაროები.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები