“თიბისი გალერეაში”, ხვალ ახალი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – “მანანა დოიჯაშვილი” პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც “თბილისი თაიმსს” “თიბისი გალერეადან” აცნობეს , რეჟისორმა ზურა ინაშვილმა თავის ფილმში ცნობილი ქართველი პიანისტის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ნაცნობი და უცნობი დეტალები ასახა.

დოკუმენტური ფილმი “მანანა დოიჯაშვილი” “თიბისი ბანკისა” და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” მხარდაჭერით შეიქმნა.

19.09.13

Please follow and like us: