13 ნოემბერს, 17:00 საათზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,  ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“-ს ორგანიზებით გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები.

კონცერტის შემდეგ, ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვლენ შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და საქართველოს „ხრიდოლის აკადემია“ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე.

ინფორმაციისთვის: ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ წინაპრებს.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები