აშშ-ს თავდაცვის სამინისტოს ვებგვერდი და ბიბისი სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით, ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი სირიის ჯარმა აიღო. ეს ინფორმაცია დღეს უკვე აშშ-ს ანტიტერორისტულმა კოალიციამაც დაადასტურა.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ერაყის ჯარებმა ქალაქი ალ-ქაიმი დაიკავეს, რაც დასავლური მედიის ცნობით, უკვე ნიშნავდა იმასრომ ერაყი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან “თითქმის სრულად” გათავისუფლდა.

ქალაქში შესვლის შემდეგ, ერაყის ჯარებმა სირიაში საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლი აღიდგინეს, რომელსაც ადრე ტერორისტები აკონტროლებდნენ. ეს არის გზა, რომელიც ალ-ქაიმსს სირიის ქალაქ ალბუ კამალთან აკონტროლებს.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის შეფასებით, რომელიც ასევე სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა, ქალაქთან დაახლოებით 1.5 ათასი მებრძოლი კვლავ რჩებოდა.

„თითქმის სურლად“ განთავისუფლება, სრულად განთავისუფლებად მას შემდეგ ჩაითვალა,რაც  ქალაქ დეირ ალ ზორზე, რომელიც ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. გენერალ-მაიორის,  რობერტ უიაიტის თქმით, “ერაყის არმიამ მამაცურად დაიკავა ქალაქი, ერაყელმა ჯარისკაცებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ბოლო საყრდენი აიღეს“, –  განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა.

დეირ ალ ზორზეგ გამართულ სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო, როგორც სირიის სამთავრობო ჯარი, ისე რუსული სამხედრო ავიაციაც. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, ერაყში ტერაქტების საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ, კოალიცია არმიასთან და ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

ეს ქალაქი სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო.

ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.

ნათია კეკენაძე

 

 

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები