„არასერიოზულად ვთვლი განცხადებას,რომ თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულო იყო სანოტარო კანტორა. სიტყვებს შერჩევა უნდა, კრიტიკაში დადებითი გაკეთებული საქმეც უნდა იყოს დანახული“ , – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა ჩატარდა. ვისურვებდი,რომ მე-6 მოწვევის საკრებულომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოს საკრებულოს და მერიის შეთანხმებული მუშაობა. არაერთი სიანტერესო გამოწვევა გვქონდა, ვიკამათეთ ოპონენტებთან,მაგრამ საბოლოოდ ეს პროექტები ქალაქის განვითარებას წაადგა. ჩვენი ოპონენტები მხოლოდ უარყოფით მომენტებს უსვამდნენ ხაზს,რომელიც ბუნებაში არ არსებობდა.კამათის მიუხედავად ჩვენ ყოველთვის ვყალიბდებოდით ერთ აზრზე და ვიღებდით გადაწყვეტილებას,რომელიც მნიშვნელოვანი იყო თბილისისთვის.
მერიას და საკრებულოს ბევრი პრობლემა დახვდა, იყო საბოტაჟის, დესტრუქციის მცდელობაც. აუცილებელია,რომ ადამიანი იყოს თვითკრიტიკული და ჩვენც ამ გზით მივდიოდით. მილიონნახევრიან ქალაქში ყოველთვის იქნება გამოწვევები. ის პრობლემები,რომლებიც ჯერჯერობით არის, მაგრამ შევეცადეთ მათ ნაწილობრივ გამოსწორებას, მათ შორის არის კა-2 კოეფიციენტის შეზღუდვა პრობლემურ რაიონებში. პანორამა თბილისთან დაკავშირებული სხდომის დახურვა იყო სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ არც ერთი სხდომა არ ჩაგვიშლია თუნდაც კვორუმის არარსებობის გამო. თუმცა, ვერ დავუშვებდი რომ ვინმეს არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა სხდომა“ , – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე