უფასო მედიკამენტების პროგრამას შესაძლოა ახალი წამლები დაემატოს. სახელმწიფო პროგრამა უფასო მედიკამენტებით სარგებლობის თაობაზე ანალიზდება და არ არის გამორიცხული, რომ ამ პროგრამაში კორექტივები შევიდეს.

რა კორექტივები შევა? კონკრეტულად, რომელი დასახელების მედიკამენტები დაემატება არსებუილ ჩამონათვალს? – ამ და სხვა კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა:

ეს პროგრამა ივლისიდან დაიწყო. წლის ბოლომდე კი ამ შედეგების ანალიზი მოხდება. სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება არის თუ არა საჭირო რაიმე ტიპის კორექტირება და იქნება თუ არა საჭირო, რომ დაემატოს მედიკამენტი ან პირიქით- შემცირდეს. ანუ, ამჟამად, დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს და არაფერი არ იცვლება წლის ბოლომდე. კორექტირება კი ანალიზის შედეგების შემდეგ მოხდება.“

უფასო მედიკამენტების პროგრამა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და პროექტით ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს შეუძლიათ, რომელთაც აქვთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)
  • სააფთიაქო ქსელში კი ასეთი 23 დასახელების მედიკამენტია

ნინო მაზიაშვილი

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები