დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ვიეტნამში დაგეგმილ APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამ დროისთვის შეხვედრის ზუსტი დრო თანხმდება. ორმხრივი შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებში ორივე პრეზიდენტის ოფისია ჩართული.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო სამიტი ვიეტნამში 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები