ქართულ ბაზარზე სულ ერთი წელია, რაც ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი ბრენდი, ,,De-ka“, გამოჩნდა და საზოგადოების მხრიდან მოწონებაც დაიმსახურა. ,,De-ka“, შეიქმნა ქართველი ქორეოგრაფისა და მისი მოსწავლე მოცეკვავის მიერ. ეს არის სამოსი, რომელიც გაფორმებულია ქართული ეროვნული ელემენტებით. ,,De-ka“ გთავაზობთ ქართული ისტორიული სამოსის საუცხოო თანამედროვე ვერსიებს, მათ შორის ყაბალახების დიდ არჩევანს. კომპანიის წარმომადგენელი ,,თბილისი თაიმსს“ მომსახურეობასა და პროდუქციაზე დეტალურად ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია არსებობს და რით გამოირჩევა ,,De-ka“–ს ტანსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზია?

– “De-ka” – ერთი წელი, რაც დავაარსეთ და ეს წელი მივუძღვენით იდეების დამუშავებას… სასტარტო არჩევანი შევაჩერეთ ქართულ ნაციონალურ მიმართულებაზე, უკიდეგანო თემაა. მაღაზია ამ ეტაპზე არ გვაქვს, სახელოსნოთი ვკმაყოფილდებით.

გვესაუბრეთ ,, De-ka“–ს მომსახურეობაზე და რამდენად ხელმისაწვდომი ფასები გაქვთ, რა ფასებშია შესაძლებელია ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა?

– “დე-კა”-ს  აქსესუარებისა და ტანსაცმლის ფასები  დამოკიდებულია გამოყენებული მასალის ღირებულებაზე და რადგან ბაზარზე ნედლეულის ფასები არასტაბილურია, შესაბამისად ჩვენი პროდუქტის ფასებიც ასე გამოიყურება… თუმცა ხელმისაწვდომობა აუცილებელი პირობა იქნება.

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა და რა მახასიათებლებით გამოარჩევდით აღნიშნულ ნაწარმს?

– ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, ჩვენთან სახელოსნოში. ხოლო პროდუქტის გაცნობა ფეიზბუქ გვერდზე – “DEKASHOP”. უახლოეს მომავალში ქართული ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებშიც გახდება შესაძლებელი  ჩვენი პროდუქტის შეძენა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

რამდენად კონკურენტუნარიანი ხართ ქართულ ბაზარზე და რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

– ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ღირსეულ ადგილს დავიკავებთ ქართულ ბაზარზე.

გვესაუბრეთ ყველაზე მოთხოვნადი სამოსის შესახებ…

– გემოვნებით შექმნილ სამოსსა თუ აქსესუარზე  მოთხოვნა  იყო, არის და იქნება ყოველთვის.

რამდენად არის საზოგადოების მხრიდან დაინტერესება მსგავსი სტილის ისტორიულ, ეროვნულ სამოსთან დაკავშირებით?

– ერთი მხრივ, ტურისტების სიმრავლე და, მეორე მხრივ, მტკივნეული რეალობა,  ემიგრანტები… ამ დაინტერესებას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ, ალბათ, დამეთანხმებით…

გვესაუბრეთ ,,De-ka“-ს სამომავლო გეგმებზე?

– საკმაოდ შორსმიმავალი, ამბიციური გეგმები გვაქვს…. მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი – შოურუმის მოწყობაა.

ეკა წიკლაური

(Visited 142 times, 1 visits today)

კომენტარები