საქართველოში წარმართულ ღვთაებათა სახელები შემორჩენილია სუფრულსა და საგუნდო მასალებში. ზოგიერთი იმ მისამღერებს გაზაფხულის ქალღმერთის სადიდებლად თვლის. „არალო არი არალოს“ პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი „ალილოსთან“ აიგივებს.

ჰენრი რაულინსონს მოჰყავს მთის სახელწოდება – „არათუ“, რომელსაც არალებზე მითი უკავშირდება. თუკი ამ მითის  – „ისტარას“ (ასტარტა) კულტთან დაკავშირება სარწმუნოა, – განაგრძობს ხახანაშვილი, – მაშინ ჩვენი „არალო“ გაზაფხულის ქალღმერთისადმი შექმნილად მიგვაჩნია. „არალო არი“ – დან წარმოქმნილად უნდა ჩაითვალოს „ალილო“. ჰიმნი „ალილო“ – ს შესახებ თავს უფლებას მივცემთ ვივარაუდოთ: ეს ჰიმნი, რომლის უდავოდ წარმართული შინაარსი ქრისტიანულითაა ჩანაცვლებული, არის უძველეს დროში შექმნილი სადიდებელი ბნელეთის სულის შვიდ დაქვემდებარებულ კლასთაგან ერთ-ერთის – ალილოსი? იმ ალილოსი, მსოფლიო წესრიგის დამანგრევლად, რომ არის წარმოსახული. ეს სული ჩვენს წინაპარ ქალდეველთა მითოლოგიაში ფიგურირებს, და ის ბავშვებს იტაცებდა. ჩვენში დღემდეა შემორჩენილი ჩვეულება: როცა ბავშვს ყელში რაღაც გადაცდება, მას ეტყვიან – „ალალიო“. ეს უდავოდ ბავშვების გამტაცებელი ალალოს საქმიანობაზე უძველესი წარმოდგენის გამომხატველია, რომელიც ჩვენი წინაპარი khald-ისგან მემკვიდრეობით გვერგო. ამავე გზით გადმოგვეცა სიმღერები მისამღერებით: ანუნი, დალალე, ლალე, თალი თულაი ლალე, რომლებშიც უმაღლესი ღვთაება, ანუს და სულის  – თელალის სახელები გვესმის.

აღდგომის შემდეგ, პირველი შვიდეული, ყოველთა წიდათა შვიდეულად წოდებული, რუსეთის ხალხურ ყოფაში დღემდე წარმართულ კოსტრობონკასა და იარალოსადმი მიძღვნილ უძველეს თამაშობებსა და სეირნობებს ემთხვევა. ეს თამაშები ძლიერ გვაგონებ ქართულ კარნავალ – ყეენობას, რომელიც ყველიერის ორშაბათს ტარდებოდა.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

(Visited 463 times, 1 visits today)

კომენტარები