ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, ჩეხეთის განვითარების ფონდის დირექტორმა, პაველ ფრელიჩმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ.

პროექტი მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობას და მისი შესაბამისი რესურსით აღჭურვას ისახავს მიზნად.

პალიატიური მოვლა იმ პაციენტებზე მრავალპროფილიან მზრუნველობასა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

ბავშვთა პირველი ჰოსპისი საქართველოში 2017 წლის იანვარში გაიხსნა.

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები