ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოს 20 ნოემბერს ეწვევა.
ძირითად საკითხებს შორის, რომელთა განხილვა საკულტო რეჟისორთან იგეგმება, არის დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში.
ასევე იგეგმება А კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებული დისკუსია.
გარდა ამისა, დევიდ ლინჩის ფონდის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ პირთა მასშტაბური სარეაბილიტაციო სოციალური პროგრამა.
კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი“ 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს.