ირანის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად 14 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 455-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს.

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

BBC-ის ცნობით, ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები