შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუ თქვენი პარამეტრები მოდელისას არ შეესაბამება? დიახ! სამოსის მოხდენილად ტარებას ჩვენ გასწავლით.

სწორი თეთრეული

შეარჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი სხეულის დეფექტებს დამალავს. კაბის ქვეშ უმჯობესია “ბოდე” ჩაიცვათ. თეთრეულმა სხეულზე ისეთი კორეცია უნდა მოახდინოს, რომ სამოსში არ გამოჩნდეს და ნაკეცები და ცხიმები დაიმალოს.

გლუვი კოლგოტები

სქელი გლუვი კოლგოტი ფეხს უფრო მოხდენილს წარმოაჩენს. თანაც, ვიზუალურად აგრძელებს მას. ზამთარში ჩაიცვით ყავისფერი, მუქი ლურჯი, შავი. შემოდგომასა და გაზაფხულზე ხორცისფერი, მაგრამ ბზინვარების გარეშე.

 

მდგრადი ქსოვილი

ის ვიზუალურად ათხელებს სხეულს. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სამოსზე ნახატი ვერტიკალურად იყოს გამოსახული.

სასურველი ფერი

თუ თხელი გვერდები გაქვთ და მსხვილი ზედა ნაწილი დაბლა ჩიცვით ღია ფერის სამოსი, ზევით – მუქი.

სამკუთხედი გული

აგრძელებს კისერს და ვიზუალურად გამხდარს გამოგაჩენთ. აი, ჟაბოსა და ფურფუშელებს უნდა მოერიდოთ.

შარვალი

მუქი ფერის შარვალი მასზე დაყოლებული ზოლით ფეხებს გრძელსა და თხელს გამოაჩენს. დამოკლებული შარვალი, უქუსლო ფეხსაცმელთან ერთად რამდენიმე სანტიმეტრს მოგაკლებთ.

კაბის სიგრძე

გამორიცხეთ მიდი, თუ 160 სმ-ზე ნაკლები ხართ. კაბის იდეალური სიგრძეა მუხლს ქვემოთ.

ბასკა

ეს არის ტალღისმაგვარი დეტალი კაბაზე, ქვედაკაბაზე ან ბლუზაზე, რომელიც დაფარავს გვერდებს, მუცელს.

აქსესუარები

თუ ტანდაბალი ხართ, მოერიდეთ მასიურ ბეჭდებსა და გრძელ საყურეებს. უპირატესობა მიანიჭეთ აკურატულ საყურეებს, საათებს, ბროშებს. ჩანთებიდან – საშუალო ზომისებს. ფართე ქამარი შარვალს მოუხდება, წვრილი და კონტრასტული ფერის – კაბას.

ფეხსაცმელი

ფეხსაცმელს მყარი ქუსლი უნდა ჰქონდეს. იდეალურია ტანგეტკა. თუ ბოტილიონების შეძენა გადაწყვიტეთ, შარვალთან ან მის ფერსავე კოლგოტებთან ჩაიცვით. გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმელი უნდა იყოს მოსახრეხებელი.

წყარო: marao.ge
(Visited 78 times, 1 visits today)

კომენტარები