2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში WNPF-ს ეგიდით. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი სპორტსმენები: ნოდარ ტატიშვილი, თეიმურაზ ლუტიძე და კობა ალუდაური ვეტერანებში.

სამივე სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა და უმაღლესი ხარისხის მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოუტანა საქართველოს.

,,თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა შეჯიბრების ერთ-ერთ მონაწილეს, ნოდარ ტატიშვილს, რომელიც გამარჯვების შესახებ გვესაუბრა და ემოციები გაგვიზიარა:

,, ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა ამ გამარჯვებამ ჩვენ და სამჭიდის ფედერაციაც გახარებული და კმაყოფილია ჩვენი შედეგით. მაქსიმალურად ვეცადეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, კიდევ ერთი დიდი წარმატება მოვუტანეთ საქართველოს. მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული. დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენს მეგობრებს ყურადღებისა და გვერდში დგომისათვის და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ,,თბილისი თაიმსის“ შემოქმედებით გუნდს, დაფასებისათვის, რადგან ცდილობთ, რომ ჩვენი წარმატება შეატყობინოთ ქართველ ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის“.

მარიამ გობიანიძე

(Visited 984 times, 1 visits today)

კომენტარები