კომპანია Tesla-მ 16 ნოემბერს  მსოფლიოში პირველი შიდა წვის ძრავის გარეშე შექმნილი სატვირთო მანქანა Tesla Semi წარმოადგინა. ელექტროსატვირთო აღჭურვილია ავტოპილოტით, რომელსაც ადამიანის დახმარების გარეშე გადაწყობა  და მანქანის ზოლში ტარება შეუძლია. ერთჯერადი დატენვის შედეგად სატვირთოს  800 კილომეტრის გადის. ხოლო 30 წუთში დამატებითი დატენვის შემდეგ Tesla Semi-ს კიდევ 650 კილომეტრის დაძლევის უნარი აქვს.

Tesla Semi 5 წამში საათში ასი კილომეტრის სისწრაფეს ავითარებს, ხოლო სრულიად დატვირთულ მდგომარეობაში , როდესაც ვსაუბრობთ 36 ტონაზე  –  20  წამში. ელქტროსატვირთოები გაყიდვაში 2019 წლიდან გაჩნდება, თუმცა, გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი და  ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე კი BMW ტესლასთან შეჯიბრებას განაგრძობს. კომპანია აქტიურად ჩაერთო ელექტრო მანქანების ინდუსტრიას. ავტომწარმოებელს უკვე აქვს Tesla Model 3-ის კონკურენტის გამოშვების გეგმები. 2020 წლისთვის კი დიდ ბრიტანეთში გამოუშვებს მე-4 სერიის GT Electric-ს.
მე-4 სერიის BMW GT Electric ზუსტად ისეთივე მძლავრი იქნება, როგორებიც იქნებიან მისი ბენზინისა და დიზელის ავტომობილები – მას ექნება დაახლოებით 355 ცხენისძალიანი ძრავი და ერთი დატენვით სავარაუდოდ 500 კილომეტრის გავლას შეძლებს.

მეორე ვინც მსგავს მარათონშია ჩაბმული ტაივანური კომპანია „Thunder Power”-ია, რომელიც  აპირებს „ტესლას“ კონკურეტი ავტომობილი შექმნას. ორტონიანი, 420 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ავტომობილი, 100კმ/სთ-ს ხუთ წამზე ნაკლებ დროში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-თი შემოიფარგლება, გარდა ამისა ახალი ავტომობილი, აღჭურვილი იქნება „მკვდარი ზონების“ ამოსაცნობი მექანიზმებით და საგზაო დამმუხტველით. ინოვაციაა ისიც, რომ ავტომობილი ერთჯერადი დამუხტვით 650კილომეტრს გაივლის. ასეთი გამავლობა,  არც ერთ ელექტრო ავტომობილს არ გააჩნდა. ეს კი უკვე ნიშნავს იმას, რომ კომპანია „ტესლას“ ნამდვილად სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ავტომობილი შიგაწვის ძრავის გარეშე – ეს ელექტრომობილია, რომელიც  შიდაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს და არც გარემოს აბინძურებს. თუმცა  ელექტრონული სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამების შეთავსება ერთმანეთთან, ისე რომ მანქანა დარჩეს უსაფრთხო ადვილად განსახორციელებელი ნამდვილად არაა.

2010 წლიდან მოყოლებული, მასკმა კომპანია ტესლასთვის ინვესტორებისგან $5.3 მილიარდი მოიზიდა; ყოველ წლიურად კი ინვესტორები გადაჭარბებულ შენატანებს აკეთებენ,  ამბობენ რომ  თუ საავტომობილო ბიზნესი, დიდწილად, ელექტრო გახდება მაღალხარისხიანი და ძვირფასი Tesla  ყველა კომპანიას წინ გაუსწრებს.

სატვირთოს გარდა, Tesla- ახალი ელექტრო სპორტკარიც წარმოადგინა. მოდელი Tesla Roadster 1,9 წამში საათში ასი კილომეტრის სისწრაფეს ავითარებს და დატენვის გარეშე 1000 კმის გავლა შეუძლია. სპორტკარის გაყიდვა 2020 წლიდან დაიწყება, ხოლო მისი მინიმალური ღირებულება 200 ათას დოლარს შეადგენს.

ნათია კეკენაძე

 

 

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები