2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გენდერულ ჭრილში გაანალიზების მიხედვით, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ.
“ქალები განათლების ყველა დონის მიხედვით უსწრებენ კაცებს, ანუ უფრო მეტი განათლებული ქალია საქართველოში, ვიდრე კაცი. თუ შევხედავთ მათ მონაწილეობას შრომით ბაზარზე, თუ შევხედავთ მათ შემოსავლებს – აქ არის უდიდესი განსხვავება. ქალებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ თავიანთი, დამოუკიდებელი შემოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, არის დაკარგული პოტენციალი. ძალიან ბევრი განათლებული ქალი არის ეკონომიკურად არააქტიური და თუ აქტიურია, მას დასაქმების შესაძლებლობა არ აქვს, ხოლო თუ დასაქმებულია მას გაცილებით ნაკლები შენოსავალი აქვს. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ნამდვილად მოითხოვს გათვალისწინებას შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისას”- განაცხადა-გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
ნინო ზარიძე