„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, არაფერს გვეუბნებიან რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეს ადამიანები, რა კვალიფიკაცია ჰქონდა დანაშაულს. არსებობს განცდა,რომ დაუგეგმავი, მოუმზადბელი იყო ეს სპეცოპერაცია“ , – თბილისში სავარაუდო ტერორისტული საფრთხის განეიტრალების სპეცოპერაციის ხარვეზებზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„პრემიერმა ძირითადად ჭკუა დაგვარიგა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. სპეცოპერაციის გაგრძელების საათებზე არ ვსაუბრობთ, საზოგადოებას აქვს ვალდებულება,რომ ჰქონდეს ინფორმაცია და კომუნიკაციის ჯაჭვი არ უნდა დაირღვეს. თავიდან სუს-ის ბრიფინგზე გვითხრეს,რომ ტერორისტულ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე, შემდეგ ეს ტერმინი შეცვალეს და დანაშაულებრივი დაჯგუფება უწოდეს. ასევე თავიდან თქვეს, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება ხდებოდა, მოგვიანებით კი ასევე სუს-ი გვეუბნება,რომ 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათზე მიყურადება და თვალთვალი.
მთავარი პრობლემაა,რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც უკვე მოშლილია, მაგრამ კიდევ უფრო მოიშლება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო,რომელიც ასეთი კრიტიკული სიტუაციებისას მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვსაუბრობთ რიგით ბანკის გაძარცვაზე, ეს არის დანაშაული,რომლის შემადგენელიც შეიძლება ყოფილიყო მათ შორის მძევლების აყვანა. ხელისუფლება არ გვეუბნება ლეგიტიმურ ამბებს,რომლებიც არანაირ საიდუმლოებას არ მიეკუთვნება. ეს იძლევა უზარმაზარ სპექტრს სპეკულაციებისთვის“ , – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მანანა ღოღობერიძე