საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსი დასრულდა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ვაზიანის ბაზაზე სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბრიგადის, ბატალიონების და ცაკლეული ასეულების სერჟანტები მონაწილეობდნენ.
სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსს აღმოსავლეთ ოპერატიულიდაჯგუფების მთავარი სერჟანტი უჩა დავითური ხელმძღვანელობდა. მან სერჟანტებისათვის სპეციალურად მომზადებული ლექცია მეთაურთა მოვალეობების, ქვედანაყოფის მართვის პროცესებისა და საბრძოლო მომზადების ორგანიზების შესახებ წაიკითა. კურსზე სპეციალურად მოწვეული იყო ისტორიკოს არსენ გვიმრაძე, რომელიც სერჟანტებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.
20.09.13