“შავი პარასკევი” დღეს უკვე აღარ ასოცირდება მხოლოდ აშშ-სთან და კანადასთან. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აქტიურად იწყებენ ნოემბრის ბოლოს მოსახლეობისთვის გრანდიოზული ფასდაკლებების შეთავაზებას.

„შავი პარასკევის“, როგორც ტერმინის დაარსების ყველაზე არაპოპულარული ისტორია უკავშირდება  მეწარმეების მიერ ბუღალტერიის წარმოებისას წითელი და შავი ფერის კალამის გამოყენებას. ისინი წითელით აღინიშნავდნენ წაგებას, შავით–მოგებას. ნოემბრის ბოლო პარასკევი კი ყოველთვის მომგებიანი იყო და იწერებოდა შავი კალმით.

რაც შეეხება, პოპულარულ ვერსიას, იგი ფილადელფიელ  პოლიციელებთანაა კავშირში. მათ  მე-20 საუკუნის სამოციანი წლებიდან აქტიურად დაიწყეს ამ ტერმინის გამოყენება,რათა  აღეწერათ მაღაზიების რიგებით, უამრავი ხახლით გამოწვეული დიდი საცობები და არეულობები.

ჩვენს დროში, „შავი პარასკევი“  მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში. ამ დღეს საშობაო ვაჭრობა და მაღაზიებში მასშტაბური ფასდაკლებები (ფასდაკლების მაჩვენებელი 40%-ის უნდა აღემატებოდეს.)  იწყება. მაქსიმალურადაა მობილიზებული შტატების პოლიცია. ეროვნული სავაჭრო ასოციაციის ინფორმაციით, ამერიკელი მოქალაქეები მსხვილი შენაძენების 70%-ს სწორედ ამ პერიოდში აკეთებენ.

შავი პარასკევი განსაკუთრებული პოპულარობით 2000–იანი წლებიდან სარგებლობს, 2005 წლიდან უკვე დაიწყო კომპანიების მიერ ფასების კატალოგების გამოცემა. ამ პეროიდიდან მკვეთრად გაიზარდა ინტერნეტით გაყიდვები მთელი მსოფლიოდან. 2016 წელს, მხოლოდ შეერთებული შტატებში, ონლაინ გაყიდვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბლუმბერგის ინფორმაციით,  2017 წელს ყველაზე მეტი მოგება Amazon-მა მიიღო. მასშტაბური საახალწლო გაყიდვების საფუძველზე, Amazon-ის აქციები 25%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯეფ ბეზოსის ქონება (კომპანიის მფლობელი)  2,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 100 მილიარდს გადააჭარბა. მან Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს გაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ნათია კეკენაძე

(Visited 89 times, 2 visits today)

კომენტარები