„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დევნის დასაწყისში მთავარი მიზანი იყო მერაბიშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება, ციხის ინციდენტის შემდეგ მთავარი მოტივი გახდა კონვენციით გაუთვალისწინებელი მიზეზი, ის მართლმსაჯულების აღსრულებისთვის არ იმყოფებოდა საპატიმროში“ , – ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იურისტმა დავით ჯანდიერმა „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.

„ვანო მერაბიშვილის ადოკატად ვერაფრით გამოვდგები, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და სასამართლომ თქვა,რომ ის არ არის დარწმუნებული მტკიცებულებებში,რომ ეს პროცედურა მიზნად ისახავდა მერაბიშვილის პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოშორებას. ევროპული სასამართლო როდესაც მსჯელობს ამა თუ იმ საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე, ის არასოდეს ამბობს კონკრეტული პირი არის თუ არა პოლიტპატიმარი. იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ უნდა შეეფასებინა მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს არ უნდა გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება დიდი პალატის წინაშე. გირგვლიანის საქმისას წინა ხელისუფლებას ეყო ჭკუა და არ გაასაჩივრეს დიდ პალატაში.

აღმოჩნდა, რომ ის,რასაც მერაბიშვილი ამბობდა, შეესაბამებოდა სიმართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის დომინანტური მიზანი არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები,რომლითაც აღმოფხვრილი იქნება კონვენციის მუხლის დარღვევა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, საქართველო ვერ შეძლებს გაუძლოს წნეხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან“ , – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 104 times, 1 visits today)

კომენტარები