მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ნათელია, რომ სოფელი აღსასრულს უახლოვდება. ნიშნები ჟამთანი ეგზომ თვალსაჩინონი არიან, რომ შეიძლება ითქვას: სოფელი მოსწრაფებით ირღვევა.
ინფორმაციის ცენტრალიზაცია და პიროვნების კონტროლის ზრდა. ამის მაგალითია: ლუქსებურგში ამოქმედებული ახალი გიგანტური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია დედამიწის თითოეულ მცხოვრებზე აწარმოოს დოსიე. მისი კოდური ნომერია „666“ ხოლო მასთან მომუშავე პერსონალმა მეტსახელად „მხეცი“ შეარქვა. ამ ტიპის კომპიუტერთან მუშაობის გაიოლების მიზნით ამერიკის ხელისუფლება აპირებს 1984 წლიდან შემოიღოს სოცუზრუნველყოფის ჩეკები რომელთა ნომრები (კოდური რიცხვის 666-ის შემცველი) მოქალაქეებს ხელზე ან შუბლზე ექნებათ აღნეჭდილი. აპოკალიფსის მიხედვით კი (თავი13) სწორედ ეს უნდა იქცეს ძირითად მოთხოვნად ანტიქრისტეს მეუფების ჟამს.
ცხადია, არ ვგულისხმობ, რომ „666“-ით აღბეჭდილი პირველი კაცი ანტიქრისტე ან მისი მსახური იქნება, მაგრამ საყოველთაო თუ გახდა ეს მოთხოვნა, ვინღა შესძლებს წინააღმდეგობას? ხალხს ჯერ ამას მიაჩვევენ, მერე კი ანტიქრისტეს თაყვანისცემას აიძულებენ.
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას