„აშშ-ში ვიზიტი არანაირად არ უკავშირდებოდა ცვლილებებს საპატრიარქოში და ახალი მოსაყდრის დასახელებას. ეს ვიზიტი დიდი ხანია მზადდებოდა, ეს მოწვევა ჯერ კიდევ ზაფხულში მოვიდა, როდესაც მოსაყდრეზე არც იყო ლაპარაკი“ , – აშშ-ში ქართველი სასულიერო პირების ვიზიტის დეტალების შესახებ საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და ჯვართამაღლების ეკლესიის წინამღძვარმა მამა თეოდორე გიგნაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„ოფიციალური ეკლესიის პოზიციის გახმოვანების უფლება აქვს მხოლოდ პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მის მდივანს. შესაძლოა მეუფე იაკობმა გაახმოვანა საპატრიარქოს პოზიცია,მაგრამ მან უნდა დააკონკრეტოს ეს პირადი აზრი იყო თუ არა. ეკლესიაში განსხვავებული აზრის გამო დაძაბულობა არ შეიძლება არსებობდეს. ეკლესიის ფუნქცია პირველ რიგში არის ხალხის მსახურება და არანაირად ეკლესიის პოზიცია არ არის,რომ  დასავლეთი, ამერიკა ან რუსეთი იყოს ჩვენი იმედი. სტრატეგიულად შესაძლოა ვთანამშრომლობდეთ სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ერთადერთ გადამრჩენელად რომელიმე ქვეყანას ვასახელებდეთ. ის,რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, ფაქტია. ჩვენს ვისწრაფვით დასავლეთისკენ, ეს პოზიცია უწმინდესობამაც არაერთხელ გააჟღერა“ , – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

„ვერ ვხედავ კავშირს მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნასა და ეპისკოპოსების ვიზიტს შორის. ამერიკელ საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ აღმოაჩენ,რომ ამერიკა ცხოვრების წესით საკმაოდ ზნეობრივი, კონსერვატორული ქვეყანაა და მერე გიკვირს, რომ უზნეობის პროპაგანდას იქ ვერ ხედავ. გარყვნილება ყველგან არის, მაგრამ ამერიკის საშუალო ფენა,რომელზეც ეს ქვეყანა დგას, შორს არის მათგან ეს ყველაფერი. როცა სასულიერო პირი ამას ნახავდა, ბუნებრივია აღნიშნავდა. დასავლეთის გარყვნილების ბუდედ აღქმა საპატრიარქოს არ ეკუთვნის, ეს პოლიტიკოსებმა, მასმედიამ დანერგა, დაანახეს საზოგადოებას, თითქოს დასავლეთში ასეა“ , – განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები